დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ ყალბი ფულის შეძენისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
2015/01/09 12:50:04
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული რუსლან გ. და 1986 წელს დაბადებული ელვინ კ. ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა რუსლან გ-ს პირადი ჩხრეკისას აშშ-ს 50 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა, ხოლო ელვინ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აშშ-ს 45 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღნიშნული კუპიურების გასაღებას საქართველოსა და უკრაინაში აპირებდნენ.

 

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 95 ცალი ასდოლარიანი კუპიურა არ შეესაბამება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ, ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს და დამზადებულია კუსტარულად - ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

 

გამოძიება ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია