დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ დღეს ბიუჯეტი და მერიის საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს
2015/01/09 11:15:49

დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე, მე-10 სხდომა გაიმართება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.

 

სხდომაზე განიხილავენ ქალაქის 2015 წლის ბიუჯტს. შესაძლოა მისი დამტკიცება დღესვე მოხდეს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეპუტატებს მოუწევთ, იმსჯელონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახანძრო და უსაფრთხოების სამსახურების დებულებების შესახებ, ქალაქის ქონების განკარგვის ფორმების თაობაზე.

 

ქუთაისის საკრებულომ დღეს უნდა დაამტკიცოს მერიის საშტატო ნუსხაც.

 

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომები თავისუფალია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია