დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფრანგეთში, სატირული ჟურნალის ოფისში განხორციელებული ტერაქტის მომწყობთა ვინაობა ცნობილია
2015/01/08 10:59:26

პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს"  რედაქციაზე თავდასხმის ერთი მონაწილე ლიკვიდირებულია, ორი კი პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ NBC ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი ამერიკული სტრუქტურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

 

"ასოშიეტედ პრესი" კი, ასევე ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები იემენის ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებული. ერთი მათგანი 2008 წელს ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის იყო გასამართლებული. გაბვრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ეჭვმიტანილი 18 წლისაა.

 

ცალკეული ცნობებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ადგილსამყოფელი ქალაქ რეიმსში, პარიზიდან ბელგიის საზღვრის მიმართულებით 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქში აღმოაჩინეს და მას ალყა შემოარტყეს. სპეცოპერაცია თბილისის დროით 02.00-ზე უნდა დაწყებულიყო. პოლიციამ განაცხადა კიდეც, რომ ბოევიკები ან ნებით დატოვებენ შენობას, ან მათ გამანადგურებელ ცეცხლს გაუხსნიან. 

 

თუმცა მოგვიანებით iTele-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია არ ჩატარებულა და არც თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ადგილსამყოფელია ცნობილი - პოლიცია სამხილს ეძებდა და შენობაში ამ მიზნით იყო შესული.

 

ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები დააკავეს, მოგვიანებით უარყო საფრანგეთის შსს-მ. მედიაში ეჭვმიტანილთა ვინაობაც კი დაასახელეს: ძმები საიდ და შერიფ კუაშები (32 და 34 წლის) და 18 წლის ჰამიდ მურადი.

 

შეგახსენებთ, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ორი თავდამსხმელი "კალაშნიკოვებით" იყო შეიარაღებული და ჯიჰადისტებისთვიც ჩვეულ სამოსში გამოწყობილნი, ხოლო სახეზე ნიღბები ეკეთათ. ისინი ყვიროდნენ "დიდება ალაჰს" და "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!".

 

თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია