დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქაიხოსროს „ბლოგი“
ეჰ, ჩემო ირაკლი, რაფრა გიჭირთ ამ ბოლო დროს ოცნების ხსენება!
2015/01/07 15:44:53

ქაიხოსრო ვარ, იმერეტინსკი! გონია, ქე დაგავიწყდით, ა?

 

მარა უნდა გაგახაროთ, არ მოვმკვტარვარ, ბიძიებო, მოვატანე სული აქამდე.

 

შობა არ უნდა მომელოცა თქვენთვის? ხოდა, გილოცავთ და ყველას მილოცვას ვიღებ, რო იცოდეთ. ვინ რაფრა მილოცავს, ვინ - რაფრა... ერთი მილოცვა ჩამჩა ამ დილას გულში, ჩვენი ძვირფასი პრემიერის. კარქათ მოგვილოცა, ამაყათ, მარა...

 

ერთი ფრაზა მენიშნა და გამკენწლა გულში:

 

ღარიბაშვილმა საქართველოს მთელ მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და  „მინდა, გისურვოთ იმედი, დიდი იმედიო“ _ ასე დააყოლა.

 

კი მარა, გულში გევიფქრე: „ოცნებების ასრულებას“ აღარ გვისურვებ?

 

გაუვიდა უკვე ვადა?

 

ეჰ, ჩემო ირაკლი, რაფრა გიჭირთ ამ ბოლო დროს ოცნების ხსენება!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია