დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დეპუტატებმა საკუთარ ხელფასებზე 2015 წლის პირველივე სხდომაზე იზრუნეს
2015/01/06 11:30:06

ვინ იყო ხარაგაულში დეპუტატის ხელფასის გაზრდის წინააღმდეგი?

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება საკრებულომ 5 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.

 

2015 წლის პირველი იანვრიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, 1 700 ლარის ნაცვლად, 1 800 ლარი გახდა;


კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ანაზღაურება, 1 350 ლარის ნაცვლად, 1 650 ლარი გახდა;


საკრებულოს აპარატის უფროსის -1 000 ლარის ნაცვლად, – 1 400 ლარი;


საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ხელფასი განისაზღვრა 1 100 ლარით;


მთავარი სპეციალისტის ანაზღაურება, 560 ლარის ნაცვლად, გახდა 700 ლარი;


წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურებაა 650 ლარი;


მძღოლის700 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ არ გაზრდილა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი პირადი მდივნის  ხელფასები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 360 ლარია; მისი პირადი მდივნის500 ლარი.

 

* * *

ამას გარდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 იანვარს გამართულ სხდომაზე ცვლილება შეიტანა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში.


დადგენილების თანახმად, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის ფაქტიურ საცხოვრებლამდე დაშორების გათვალისწინებით.

 

თითოეული დეპუტატი ამ პრინციპის გათვალისწინებით 400-დან 500 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. მანამდე ეს თანხა 100 ლარით ნაკლები იყო.

 

საკრებულოს წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სახელით განაცხადა, რომ ფრაქციის წევრები უარს ამბობენ ხარჯის გაზრდაზე. ხარჯის გაზრდის წინააღმდეგია კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე.


საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მისი თქმით, „საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა ამ საკითხზე საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჩაატარა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან არ იყო გავლილი.“

 

 

 

წყარო: http://chemikharagauli.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია