დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ერთი ოთახი არ მეკუთვნის?“ - ხარაგალის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე
2015/01/06 10:57:59

ვარლამ თავზარაშვილი: „არანაკლებად არჩეული ვარ მეც...“

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის – „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილსამუშაო ოთახის გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ მან გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

 

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და დეპუტატებს მინდა ვკითხო რჩევა - როგორ მოვიქცე? თექვსმეტკაციანია ჩემი ფრაქცია და იმის მიუხედავად, რომ კატეგორული მოთხოვნა დავაყენე იმ ადამიანის წინაშე, ვინც უნდა მოაგვაროს ჩემი პრობლემა, საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მაქვს უამრავი საქმე და სამუშაო. სხვებისგან განსხვავებით, არ ვეძებ გაბრაზებულ და განაწყენებულ ადამიანებს, ვეძებ გაჭირვებულ ადამიანებს, რომ დახმარება გავუწიო და ვიმუშაო. არ მაქვს სამუშაო პირობები, არ მაქვს ოთახი,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

 

მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, რომ დღეიდან ის მის ოთახში დაიკავებს ადგილს და სხდომების ჩატარების დროს დიდი სიამოვნებით დაუთმობს.

 

თქვენ რომ ყოფილიყავით ოთახის გარეშე, ხომ სასწრაფოდ მოაგვარებდით ამ საკითხს? ხომ გარემონტდა სასწრაფოდ მაჟორიტარი დეპუტატის ოთახები? არანაკლებად არჩეული ვარ მეც და მჭირდება სამუშაო პირობები. მაჟორიტარ დეპუტატს ქუთაისშიც აქვს და აქაც ოთახები და მე ერთი ოთახი არ მეკუთვნის?“ – განაცხადა ვარლამ თავზარაშვილმა.

 

დეპუტატს სხდომაზევე ურჩიეს კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახისთვის „დაედგა თვალი“. 

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ფრაქციანაციონალური მოძრაობისოთახი დიდი ხანია დაკეტილია და ფრაქციასქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოშეუძლია მისი გამოყენება. „კენჭისყრაში არ მონაწილეობენ, კომისიის სხდომაზე არ დადიან. ოპოზიციას რომ ვუსვამთ თავზე ხელს, დემოკრატიულად ვიცხოვროთ, კი ბატონო, მაგრამ ყველას გვინდა თანაბარი პირობები,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, საკრებულოს ნამდვილად ესაჭიროება დამატებითი ფართი. მან მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა, რომ გამოათავისუფლოს მესამე სართულზე ის ორი ოთახი, სადაც გამგეობის სამსახურია განთავსებული.

 

წყარო: http://chemikharagauli.com/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია