დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი მამა ილიას დაღუპვას გამოეხმაურა
2015/01/06 10:33:12

სოციალურ ქსელში საქართველოს ყიფლი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე მამა ილიასთან დაკავშირებული პოსტი დაიწერა. 

 

„მამა ილიას დაღუპვის ამბავს მთელი ევროპის ტელევიზიები გადმოსცემენ. მან ბორან “ნორმან ატლანტიკის” კატასტროფის დროს, რომელიც საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა, გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა. მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად, ისევ გემბანზე დარჩა. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში კი, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა. როგორც ბორანის სხვა მგზავრები იხსენებენ, კატასტროფის დროს მამაო მათ ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა.


ისტორია მეორდება, ქართველებს კვლავაც გვყავს თანამედროვე გმირები… ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომიყვეს ამბავი პროფესორ იოსებ ჟორდანიაზე, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, თვითმფრინავის კატასტროფის დროს, მან საკუთარი სამაშველო რგოლი უბილეთო მგზავრს გადასცა, ცურვაც კი არ იცოდა, მაგრამ თავისი სიცოცხლე პატარა გოგონას უყოყმანოდ დაუთმო. როდესაც მამა ილიას დაღუპვის ამბავი შევიტყვე, მაშინვე პროფესორ ჟორდანიას ისტორია გამახსენდა.

 

ნამდვილი საქართველო სწორედ მამა ილიას, პროფესორ ჟორდანიას, გიორგი ანწუხელიძის, გრიგოლ ფერაძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მსგავსი ადამიანების სამშობლოა. აი ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია