დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/29 15:11:16

არასამთავრობო ორგანიზაციისევროპა ჩვენი სახლია დამფუძნებელი გია გოქაძე ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც გია გოქაძე აღნიშნავს, იმ დროს როდესაც მერი მივლინებისთვის დახარჯული მცირე თანხით აწონებს საზოგადოებას თავს, ამ დროს მერიის და საკრებულოს წევრები თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.


მათ შორის საკრებულოს წევრები ზაზა ლომინაძე და თეიმურაზ ნადირაძ ე მედიცინის ერთ–ერთი ვიწრო დარგის– ოქსოლოგიის კონფერენციაზე დასაწრებად იმყოფებოდნენ. გოქაძის განცახდებით, თვითმართველობის ბიუჯეტიდან მსგავს მივლინებებში ფული არ უნდა იხარჯებოდეს.



მერიის და საკრებულოს წევრები თანხებს მივლინენებსა და სეირნობისთვის იყენებენ. ესწრებიან ისეთ ტრენინგებს, რაც ქალაქის ბიუჯეტიდან  არ უნდა ფინანსდებოდეს. შოთა მურღულია, თავისი მივლინების ხარჯებს რომ ასაჯაროებს, იქნებ ამ მივლინებებზეც ისაუბროს.


 

მაგალითად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია რომელიც ვარშავაში. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის ადმინისტრირების სკოლას შორს მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე მივლინებით იმყოფებოდა, რისთვისაც ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 2392 ლარი დაიხარჯა, ასევე საკრებულოს წევრების: ზაზა ლომინაძესა და თეიმურაზ ნადირაძე იმყოფებოდნენ მივლინებებში, რომლისთვისაც 871 ლარი გამოყვეს და რომელიც არაფრის მომტანია ქალაქისთვის. საკუთარი სიამოვნებისთვის ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა სამარცხვინოა. სამწუხაროდ ამ ხნის მანძილზე ადგილობრივი თვითმმართველობა არცერთ დაძმობილებულ ქალაქში არ ჩასულან, მათ შეეძლოთ უკრაინის რომელიმე ქალაქში ჩასულიყვნენ სოლიდარობის გამოსახატად"–აღნიშნავს გოქაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია