დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა 90 ოჯახი ახალ წელს გაზიფიცირებულ ბინაში შეხვდება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/12/26 12:34:30

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში კერძო მესაკუთრისაგან გამოისყიდა ფართი და მასში 42 ოჯახი შეასახლა.


სამინისტრომ თემქის მე-3 იკრორაიონში  მდებარე ყოფილი 142- სკოლის შენობას  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვებლად გადააკეთა. აღნიშნულ ობიექტზე საცხოვრებელი ფართი 2014 წლის თებერვალში 90 დევნილ ოჯახს გადაეცა.  გასულ კვირას,  მთავრობის  გადაწყვეტილებით, ყოფილი 142- სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები დაუკანონდათ და ისინი უკვე საკუთრების მფლობელები არიან. 


ამასთან, თემქის დასახლებაში ახალ წელს დევნილები გაზიფიკაციით უზრუნველყოფილი შეხვდებიან.


როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მიმდინარე წელს თბილისის მასშტაბით 9 ობიექტის გაზიფიცირება მოხდა, სადაც  418 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.  სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირებულია 124 ოჯახი,  ხაშურში – 111 ოჯახი,  ქუთაისში –  68 ოჯახი,  ახალციხეში –  66 ოჯახი და ბათუმში – 42 ოჯახი.



 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია