დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/25 16:23:02

ქუთაისში 31 დეკემბერს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

31 დეკემბერი, 13:00სთ - თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირების საზეიმო სვლა ქალაქის ცენტრში ბერიკებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად. ბავშვებს თოვლის ბაბუა დაურიგებს ტკბილეულს.
პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ლამპიონებით განათებული მცირე ზომის საახალწლო ქალაქი, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სააახალწლო გოზინაყი.
მოეწყობა ხელთნაკეთი საახალწლო აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა. 
20:00
სთ შავფაროსნების საახალწლო მილოცვა თეატრალიზებული წარმოდგენით ქალაქის მოსახლეობისათვის . მესხიშვილის თეატრის კიბეებზე. 
21:00
სთ საზეიმო გალა-კონცერტი. წამყვანები აკო ანდღულაძე, სოფიო სვანიძე. კონცერტში მონაწილეობენ:
თორნიკე ყიფიანი ბენდით
ნუკრი კაპანაძე
ლადო ჯანელიძე
პანჩო
კახა კუხიანიძე
მარიამ კახელიშვილი
მიშა სულუხია
ჯგუფი "სეიშენი"
ჯგუფი "განგაში"
ჯგუფი "რევანში"
ჯგუფი "ქართული ეფექტი"
ინდირა ჯგერენაია.
00:00
სთ საზეიმო მილოცვა, "მრავალჟამიერი"(სახელმწიფო ანსამბლი)
ფოიერვერკი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია