დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამაკაცები დეკრეტულ შვებულებას ითხოვენ
2014/12/24 13:11:42

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს  მიმართავენ მამაკაცები, რომლებიც დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლით გარანტირებული უფლების - ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

 

ამავე საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალთა შრომითი უფლებების მე-2 ტალღის ცვლილებების განხილვისას გათვალისწინებული იქნას ხსენებული საკითხი და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილოს შესაძლო გადაჭრის გზები.


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მამაკაცებს, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, შვებულების თანმდევი კომპენსაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ ქალზე და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრზე. მაშინ როცა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მიხედვით გარანტირებულია აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაქმებულთათვის მათი სქესის მიუხედავად.


საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის დაანგარიშებისა და გაცემის საკითხის საქართველოს შრომის კოდექსთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, აღნიშნული უფლებით მამაკაცების მიერ სარგებლობის საკითხის დასარეგულირებლად.

 

წყარო: http://ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია