დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ ერთნი ვართ“ – 41-ე სკოლის და შშმ პირთა ერთობლივი კონცერტი ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/24 11:55:27

„ჩვენ ერთნი ვართ" – ამ დევიზით ქუთაისის ანდრია რახმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-ამთემატიკის სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან  ერთად ერთობლივი კონცერტი გამართეს.


კონცერტი 41-ე სკოლის მე-9კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს. ბავშვებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან  ერთად საკონცერტო ნომრები აჩვენეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, პოეტური მონტაჟი...


„ეს  შეხვედრა შშმ ბავშვებს ეძღვნება. დიდი ხანია, მე-9 კლასის მოსწავლეებს ამ კონცერტის იდეა დაებადათ და დღეს ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ ერთი ლამაზი დღე გაგვეტარებინა შშმ პირებთან ერთად. ვფიქრობ, დღეს მეგობრობას და სიყვარულს ჩაეყარა საფუძველი," – განაცხადა ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბელა დურგლიშვილმა.


შშმ პირმა ანა ლორთქიფანიძემ მსვენელს მშვენიერი ლექსი წაუკითხა.


ღონისძიების ბოლოს 41-ე სკოლის მოსწავლეებმა შშმ პირებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. გაიჭრა საზეიმო ტორტიც.


ბავშვები კმაყოფილებას გამოხატავდნენ შეხვედრით და იმედოვნებენ, რომ ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.ძ

 

 

 

 


 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია