დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდება ქუთაისის მერს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/23 13:44:41

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია" რამდენიმე კვირის წინ, ავტომაგისტრალის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის საზეიმო გახსნაზე მერიის თანამშრომელთა სამსახურებიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტს აპროტესტებს.


როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საზეიმო გახსნას, რომელიც წყალტუბოს ტერიტორიაზე გაიმართა ქუთაისის მერიის და აიპების თანამშრომლები სამუშაო საათებში ესწრებოდნენ, რაც მათივე განმარტებით კანონდარღვევაა.


ორგანიზაცის ერთ–ერთი დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ მერიას წერილობით მიმართეს და განმარტება მოითხოვეს. თუმცა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.


 

"ევროპა ჩვენი სახლია" მომხდარში პასუხისმგებლობას ქუთაისის მერს აკისრებს და აღნიშნავს, რომ ეს არაა პირველი ფაქტი, როდესაც შოთა მურღულია თანამშრომლებს სამუშაო საათებში პირადი ინტერესებისთვის იყენებს, რის მტკიცებულებადაც მერიის წინ გამართული აქცია მოიყვანეს. ორგანიზაციის წევრები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია