დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინაში დაღუპული მეომრის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/21 19:18:30

უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი ქუთაისში დღეს ჩამოასვენეს. გრიგოლაშვილის ცხედარს აეროპორტში მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდენენ.

ქუთაისში გარდაცვლილი მეომრის ოჯახს სამძიმარი ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა გამოუცხადეს. როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა, დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.

ქუთაისის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთერთი ღირსეული თანაქალაქელი დავკარგეთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომადგენლები ვიყავით დაღუპულის ოჯახში და მათთან შეთანხმებით, დაკრძალვისთვის ყველა ხარჯს ქუთაისის თვითმმართველობა გაიღებს, “-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია