დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პასუხის პასუხი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს–კონკურსი დაპირისპირების მიზეზი ხდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/17 12:35:52

ქუთაისის მერიაში ვაკანტურ  ადგილებზე გამოცხადებული კონკურსი  დაპირისპირების მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია " ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლები მერიას კონკურსის მესამე ეტაპისგასაუბრების გაუქმებას ურჩევს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებე, კონკურსი არის დემოკრატიულიბლეფი, სადაც ადამიანებს შოთა მურღულია და დავით დვალი პარტიული ნიშნით ირჩევენ. მათივე თქმით, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნი ადამიენბის სია უკვე ცნობილია, რის გამოც ბარიერ გადალახული კონკურსანტები კვლავ სამსახურს გარეშე დარჩებინა. მათივე თქმით, გასაუბრების პროცესს მერიის ერთი თანამშრომლის სიცოცხლეს კი შეეწირა.

 

"ევროპა ჩვენი სახლია"-  განცხადებას საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ,  დავით დვალმა უპასუხა.

გოქაძე თავის განცხადებაში ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე საკონკურსო-საატესტაციო პროცესს და მასში დამსწრის სტატუსით ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს. გოქაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კონკურსის მესამე ეტაპის მიმდინარეობას არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება, ხოლო საკონკურსო  საატესტაციო კომისია კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირების) შედეგებს არ აწვდის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არასერიოზული კაცის მორიგი არასერიოზული განცხადება, რომელსაც მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით ვპასუხობთ" ნათქვამია განცხადებაში.


დვალს პასუხის პასუხი გაუგზავნა "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა გია გოქაძემ.


"არასერიოზულ განცხადებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან საგანგებო პასუხის გაცემის აუცილებლობას და შინაარსის სერიოზულობას საზოგადოება შეაფასებს. საზოგადოება, რომელსაც აქვს კითხვები და აინტერესებს: თუკი კონკურსანტის პროფესიულ დონეს ტესტირება ამოწმებს, მაშინ რა როლი აქვს გასაუბრებას, რომელიც პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია ახორციელებს? რატომ არის თეორიულად შესაძლებელი ტესტირებაზე უმაღლესი შეფასების მიმღებ კონკურსანტს გასაუბრებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სიმწრით გადალახულმა კონკურსანტმა "აჯობოს"?
რატომ მოხდა მერიის მხრიდან საჯარო სამსახურში (გადასახადის გადამხდელის მიერ დასაქირავებელი) საჯარო მოხელის თანამდებობაზე ასარჩევი კონკურსანტის ტესტირების შედეგების გასაიდუმლოება და კანონის რომელი მუხლი ითხოვს ამას? რა  პროფესიული ნიშნით არიან კომისიის წევრები  შერჩეული და დამთხვევაა თუ არა ის, რომ "ქართული ოცნების"  ქომაგთა და აქტიურ წევრთა გარდა კომისიის შემადგენლობაში არავინაა?

 

ბატონი დვალის შემუშვებული ტაქტიკა დახვეწას არ ექვემდებარება. პრობლემის პერსონალიზაცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა მოკლევადიანი გათვლაა და საზოგადოების ინტერესთან შეუთავსებელი.

საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა მათივე დაქირავებულ დვალს, მურღულიას და სხვა ჩინოვნიკებს აუცილებლად მოუწევთ, მანამდე კი გირჩევდით, რომ ენერგია, რომელსაც გია გოქაძის და "ევროპა ჩვენი სახლია" არასერიოზულობაში საზოგადოების დასაწარწმუნებლად ხარჯავთ, პარლამენტის ქუთაისში დასატოვებლად დაგეხარჯათ, რაც თითოეული ქუთაისელის უკეთესი მომავლის გარანტია იქნებოდა" – აღნიშნავს გოქაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია