დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მედიის ასოციაცია "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/12/15 16:50:40

ახალი მედიის ასოციაცია(NMA) გმობს გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.


8 დეკემბერს, "სამხრეთის კარიბჭის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურითბრალდებულის და: “სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”. გამოცემის რედაქტორის, ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან სტატიის შეცვლის მოთხოვნა მოყვა.

 

 სტატიაში გაშუქებული იყო სამცხე-ჯავახეთის სოფელ გოგაშენში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის განცხადება, რომლის თანახმადაც პოლიციაში მას აიძულებდნენ ეთქვა ძმის ადგილსამყოფელი და "ეღიარებინა", რომ ძმას ეს თავად გააკეთებინა. მისი თქმით, მას პასუხის გაცემაც არ აცალეს და ცემა დაუწყეს: „სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ჯერ ხელით თავში და მერე უკნიდან წიხლებს მირტყამდა, თმას მწიწკნიდა და ტანსაცმელს მაგლეჯდა“.

 

აღნიშნული სტატიის ავტორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, მისგან სტატიიდან პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცის ამოღებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით აშინებდნენ - "თუ მაგალითად დაგაკავებენ, შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა, ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ".

 

 10 დეკემბერს, გამოცემის ოფისთან, ასევე აქცია გამართეს ბრალდებულის ნათესავებმა, სადაც აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია და პოლიციას ბრალდებულის დისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. "სამხრეთის კარიბჭისრედაქცია ვარაუდობს, რომ ამ აქციის უკანაც კონკრეტული პოლიციელები დგანან და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ ერევიან.

 

 ახალი მედიის ასოციაცია(NMA) გმობს, შსს- მიერ გამომცემა "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე განხორციელებული ზეწოლისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტს, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება და აღკვეთონ ჟურნალსიტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია