დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/12 16:06:55

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტისეს მუშაობსფარგლებში მოსახლეობის ფორუმიგაიმართა.


ფორუმზე ქუთაისის მერიამ ქალაქის მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტი გააცნო და  ანგარიში  წარუდგინა. პროექტის მიზანია, ქუთაისის მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტური თანამშრომლობა, ღია დიალოგის წარმართვა და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით მოსახლეობის ჯგუფების აქტიური ჩართვა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.


პროექტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (lda) ახორციელებს.


შეგახსენებთ, რომ  ქალაქის მერი  ქუთაისის მოსახლეობას რამდენიმე დღის წინაც შეხვერდა  და 2015 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.


 

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც ჩატარდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია