დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სტიგმა, სტერეოტიპები, ეთიკური ნორმები" - ტრენინგი ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/11 20:20:04

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზესტიგმა, სტერეოტიპები, ეთიკური ნორმები

 

ტრენინგი ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი შშმ პირთა დასაქმებისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის ახორციელებს.

 

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შშმ პირებს დასაქმებაში, მედიასთან ურთიერთობით კი საზოგადოებას დავეხმაროთ, შეიცვალოს მათი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისადმი.

 

ტრენინგი აქტიურ ფაზაში წარიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქუთაისში მოქმედი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები. ტრენერი ნატო ქობულძე ჟურნალისტებს სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციის მანკიერებაზე, საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, იარლიყებსა და ტერმინებზე ესაუბრა. გამოიყენეს როლური თამაში და განიხილეს სიტუაციური ამოცანები.

 

ტრენინგის მონაწილეებმა, სამომავლოდ, შშმ პირთა საკითხების უკეთ გაშუქებისთვის მეტი ინფორმირმაციის სურვილი გამოთქვეს.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პიარ-მენეჯერის მაკა ჩინიჯიშვილის თქმით, ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბაზაში 127 შშმ პირია რეგისტრირებული, 16 ადამიანი კი უკვე დასაქმდა.

 

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურეობის სააგენტო ჩაერთვება ამ პროექტში და დაახლოებით 40 შშმ პირს დაეხმარება დასაქმებაში.

 

„ჩვენი მიზანია, შშმ პირები დავასაქმოთ, საზოგადოებაში დავარღვიოთ სტიგმა, კანონპროექტში კი შევიდეს ცვლილება, რათა მოხდეს შშმ პირთა აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში,- განაცხადა მაკა ჩინიჯიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია