დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრი 45 წლის იუბილესთვის ემზადება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/11 17:40:49

2014 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დაარსებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.


საიუბილეო კვირეულ 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ოპერის თეატრმა ერთ-ერთი საუკეთესო აფიშა შესთავაზა მაყურებელს, რომელიც თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე მარჯანიშვილმა და დასის ხელმძღვანელმა მაია ნიკოლაძემ სრულად გააცვნეს მოწვეულ ჟურნალისტებს. 


საიუბილეო კვირეული გაიხსნება 23 დეკემბერს, შედგება ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი დირიჟორის თეიმურაზ კობახიძის წიგნის პრეზენტაცია და გაიმართება კობახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
24 დეკემბერს, ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო დღეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გაიმართება გალა-კონცერტი.
26 დეკემბერს, ჩატარდება თეატრის ღვაწლმოსილი არტისტების გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

 


27
დეკემბერს, საიუბილეო კვირეული დაიხურება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლით. წარმოდგენილი იქნება . ლეონკავალოსჯამბაზები“. სპექტაკლს უდირიჟორებს თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.


თეატრის ხელმძღვანელობამ საიუბილეო დღეებში თანადგომისა და მხარდაჭერის გამო პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დგილობრივ თვითმმართველობასა და თითოეულ ადამიანს, ვინც გულისხმიერება გამოიჩინა თეატრის მიმართ.


კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია