დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიხოცნენ თუ მოკლეს? - ბაღს შეკედლებული ლეკვების ამბავი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/11 14:04:56

ქუთაისში,ლერმონტოვის კუჩის #3-ში მდებარე 34-ე ბაგა-ბაღის ეზოში ლეკვებთან ერთად დედა ძაღლი იყო შეფარებული.  მიკედლებულ ძაღლს, ლეკვებთან ერთად, იქ მაცხოვრებლები აპურებდნენ, რაც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არ მოსწონდათ ბაღის თანამშრომლებს, რომელთაც თავშესაფარში დარეკეს და ძაღლების გადაყვანა მოითხოვეს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა  შესაბამის სამსახურს არ მისცეს ძაღლების თავშესაფარში წაყვანის საშუალება. ბაის პედკოლექტივი კი ძაღლის ქომაგებს დაემუქრა, რომ ძაღლს თავისი ლეკვებით მოწამლავდნენ. რამდენიმე დღეში ლეკვები დახოცილი იპოვეს.


რამდენიმე დღით ადრე, მოქალაქე ნანა ხანანაშვილმა თავის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა იმ პატარა ლეკვების შესახებ, რომლებმაც დედასთან ერთად ქუთაისის საბავშვო ბაღის ეზოში დაიდეს ბინა.


ხანანაშვილი Facebook.ის მეგობრებს მიმართავდა და თხოვდა, ლეკვები სახლში წაეყვანა ვინმეს.


"ყოველ დღე ვაჭმევ ამ ლეკვებს, იქნებ ვინმეს გინდოდეთ, ჩემგან ცოტა მოშორებით არიან. ბაღის თანამშრომლები იმუქრებიან, რომ დედასაც და შვილებსაც მოკლავენ,"-წერდა ხანანაშვილი.


როგორც ცნობილი გახდა, ხანანაშვილს ძაღლების გამოკვების გამო ბაღის თანამშრომლები მუდმივად ავიწროებდნენ.


ნანა ხანანაშვილის თქმით, ბაღის თანამშრომლებმა დარჩენილი ძაღლი ერთ ლეკვთან ერთად მაინც წააყვანიყეს ძაღლმჭერებს, თუმცა ამის უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან ახალი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და ძაღლმჭერების საქმიანობა უკანონოა.


„ისინი უკანონო საქმიანობას ეწევიან და მათ უკავ მერია დგას. ძაღლი, რომელიც ბაღის ეზოში დარჩა დედასთან ერთად ძაღლმჭრების მოსვლით  შეშინებული სარდაფში შეძვრა, ბაღის გამგემ ეკა ბეჟუაშვილმა გადაწყვიტა გამოსასვლელი ჩაეკეტათ და ძაღლი ცოცხლად გაეგუდათ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ადრეც ცდილობდნენ ძაღლების იქ გაგუდვას. ამის გამო ერთი ამბავი იყო ატეხილი, ჩხუბი, გინება...“


ორი ლეკვი იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მოკლული იპოვა. ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია კი ცდილობდა ძაღლის ბუნაგის ამოქოლვას მაშინ, როცა ძაღლი ლეკვთან ერთად შიგ იმყოფებოდა. ქუთაისის მცხოვრებმა ნანა ხანანაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და უკვე ამოქოლილი ადგილი გაათავისუფლა. ადგილობრივების თქმით, ბაღის პედკოლექტივი ხანანაშვილს დაუპირისპირდა  როგორც ფიზიკურად, ასევე სიტყვიერად.


"ნანა ხანანაშვილი არის ქართველი ებრაელი, ამიტომ ბაღის აღმზრდელებმა მას და იქვე მცხოვრებ მის დეიდაშვილს,რომელიც ასევე კვებავდა ძაღლს უწოდეს ურიადაემუქრნენ ქვის დაშენით და .ბაღის ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულმა ძაღლმჭერებმა გადარჩენილი ძაღლი და ერთი ლეკვი მაინც გადაიყვანეს თავშესაფარში," -ჭერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მცხოვრები.


ქუთაისში,ლერმონტოვის კუჩის #3-ში მდებარე 34- ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ, რომლის ხელმძღვანელი ეკა ბეჟუაშვილია,  იქვე მდებარე ბინას მიკედლებული ქუჩის ძაღლის ასაყვანად გამოიძახა ინდ.მეწარმე პატა ბოკუჩავა, რომელსაც / ოქტომბრის თვის ჩათვლით ქუთაისის მერიასთან ქონდა გაფორმებული ხელშეკრულება მიუსაფარ ცხოველთა ქალაქიდან განრიდების შესახებ .დღეისათვის ხელშეკრულება ახალი ტენდერის გამოცხადებამდე შეწყვეტილია. თუმცა ძაღლები, რომლებიც ბაღის თანამშრომლებს გადაურჩნენ, მაინც წაიყვანეს თავშესაფარში.


აღნიშნულ ფაქტზე ეცნობა სამართალდამცავი ორგანოებს და ქუთაისის 2- რაიონულ განყოფილებაში ქუთაისის 34- ბაგა-ბაღის გამგის ეკა ბეჟუაშვილის,ნანა ხანანაშვილისა და სხვა პირების დაკითხვა მოხდა.


როგორც 34- ბაღის ხელმძღვანელმა ეკა ბეჟუაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, უკვე დიდი ხანია ბაღის ეზოში უპატრონო ძაღლები ბინადრობენ. ზემოთაღნიშნულმა ძაღლმა კი არაერთი მშობელი თუ ბაღის თანამშრომელი დაკბინა, სწორედ ამიტომ არ უნდოდათ იქ ცხოველების გაჩერება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად საკვებს აჭმევდა და შესაბამისად ძაღლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი ბაღში. ეკა ბეჟუაშვილი უარყოფს ლეკვების დახოცვის ფაქტსაც. მისივე თქმით, სამი დღის უკან, მშობლებისა და თანამშრომლების თვალწინ ლეკვებს მანქანამ გადაუარა და ისე დაიხოცნენ.


"ლეკვები მანქანამ დახოცა, გვყავს მოწმეები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს და დაკითხვის დროსაც დაადასტურეს ეს ფაქტი. ჩვენ  არ ვართ ძაღლის მკვლელები, იმ ლეკვებს ჩვენც ვაჭმევდით ხოლმე საჭმელს და ვუვლიდით,"-განაცხადა ბაღის დირექტორმა.

 

როგორც ეკა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, ამჟამადაც ორი დიდი ძაღლი ბინადრობს 34-ე ბაღის სარდაფში და მათი იქ არსებობა საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე მშობლებს და ბავშვებს.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში 6 წლის ბავშვი ქუჩის ძაღლთან კონტაქტის შემდეგ ცოფით გარდაიცვალა, ალბათ, გასაგებია ბაღის თანამშრომელთა შეშფოთება. სხვა საქმეა, როგორი ფორმით გამოხატავენ ისინი უკმაყოფილებას...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2957
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია