დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეაჩერეთ ნაცების ფეოდალიზმი ცაგერში!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/12/10 01:49:56

 

10 დეკემბერს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  12 საათზე ცაგერის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რესპუბლიკელი ბელა საღინაძე პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტებს წარუდგენს ნაციონალი მაჟორიტარის, სერგო ხაბულიანის ფეოდალური მმართველობის დამადასტურებელ ფაქტებს

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამწუხაროდ, თვითმმართველობა კი არა, ნაციონალი მაჟორიტარის, სერგო ხაბულიანის ფეოდალური მმართველობაა. სწორედ ხაბულიანის ხელდასმით გაბატონდნენ საკრებულოში ნაცები. მისი გადაწყვეტილებით იქმნება ფრაქციები და –  საკრებულოს აპარატის განყოფილებები მისივე ფავორიტებისათვის – აცხადებს ბელა საღინაძე, – ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით,საქართველოს არცერთ რაიონში არ არის საკრებულოს თანამდებობის პირების ასეთი განსხვავებული და კაბალური სარგოები. საკრებულოს თავმჯდომარე -2100 ლარი,მოადგილე---1100 ლარი,კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები650 ლარი,აპარატის უფროსი -700 ლარი, თავმჯდომარის თანაშემწე -700 ლარი.

 

ხაბულიანის  ფეოდალური მმართველობა ცაგერის თვითმმართველობაში დაიწყო 2010 წელს, მაგრამ რატომ გრძელდება იგი დღეს?ვინ უწყობს ხელს ,,ფრთების გაშლაში,, და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამასტან ახლახანს თანამდებობიდან გათავისუფლებულ აკაკი ჩხენკელს? – ეს არის ის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელთა პასუხებსაც ჟურნალისტები ბელა საღინაძის პრესკონფერენციიდან მიიღებენ.

 

მივმართავ საქართველოს მთავრობას,საქართველოს პარლამენტს, რომ შეახსენეთ მაჟორიტარს თავისი უფლება-მოვალეობანი და შეაჩერეთ ეს ფეოდალიზმი! – აცხადებს ცაგერის საკრებულოს დეპუტატი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია