დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტი წარუდგინა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/09 17:16:07

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში, "მოსახლეობის" ფორუმი გაიმართა.


ფორუმზე ქუთაისის მერიამ ქალაქის მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტი გააცნო და წარუდგინა ანგარიში მოსახლეობის ფორუმებზე შემუშავებული იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული.


ფორუმზე მოსახლეობას მრჩეველთა საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშიც ჩააბარეს და ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ 2015 წლის ბიუჯეტი წარადგინა.


მერის თქმით, ეს არის კარგი თანამშრომლობა, "ეს მუშაობს"  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეს ნიშნავს საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის  სწორ ჩართვას რაც აუცილებელია.


"ზაფხულის შემდეგ ჯგუფების მიხედვით დაახლოებით ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა მათ სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციები გააკეთეს, თუ რისი გათვალისწინება შეიძლება ბიუჯეტში. ამ რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ თანხების განაწილებისას, ეხება ეს ბაღებს, ინფრასტრუქტურულ ნაწილს თუ სხვა პროექტებს. ეს არის კარგი თანამშრომლობა, ბიუჯეტი ეკუთვნის ხალხს და მათი რეკომენდაციები უნდა იქნეს გათვალისწინებული, ეს ადამიანები 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმაშიც მიიღებენ მონაწილეობას, "-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

2014 წლის ივლის-სექტემბერში ოთხი მოსახლეობის ფორუმი გაიმართა და მასში 514 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები, დიასახლისები , მრავალშვილიანი დედები, შშმ პირებიდა ა.შ. და განსაზღვრეს 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები.


პროექტის დირექტორის მერაბ მეშველიანის თქმით, სხვადასხვა ჯგუფების მიერ წამოწეული იდენტური პრიორიტეტული პრობლემების დაჯგუფების შედეგად საბოლოოდ რვა პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა. მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო პროგრამაში და შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვაში.


ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც ჩატარდება.

 

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია