დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საახალწლო მორთულობისთვის მერიამ 52 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/09 15:08:08

ქუთაისში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.  ქუჩებში განათებების და გირლიანდების მონტაჟი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთულობისთვის მერიამ 52 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით, 52 000 ლარიანი ტენდერი საახალწლო მორთულობის დემონტაჟსაც ითვალისწინებს. გასულ წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით 90 000 ლარი დაიხარჯა.


ქალაქში კვლავ ორი ნაძვის ხე დაიდგმება. ცენტრალური ნაძვის ხე, სავარაუდოდ,  თეატრის წინ დამონტაჟდება.


რაც შეეხება საახალწლო ფეიერვერკს, სავარუდოდ, ფეირევერკის შესაძენად  მერია 20 000 ლარს გამოყოფს. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია