დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შშმ პირები ქუთაისის მერიაში სპეციალური ლიფტის დამონტაჟებას ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/05 14:12:25

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების მოგვარება ქალაქის უმთავრესი პირობაა, ამიტომ 2015 წლის ქუთაისის ბიუჯეტში შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი თანხა იქნება გათვალისწინებული. ადგილობრივ თვითმმართველობაში პანდუსი მოეწყობა, ასევე თამარ მეფის ქუჩა, რომელზედაც მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს სრულად ადაპტირებული იქნება, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. ჩვენი მოთხოვნა არის ყველა მიმდინარე სამუშაოზე შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს, ასევე ქალაქში მომდევნო წელს ორი სპეციალური ხმოვანი შუქნიშანი დამონტაჟდება"-განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, რომელიც დღეს შშმ პირთა კვირეულის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შეხვდა და საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა. რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო.


 

შშმ პირთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, მერიაში მხოლოდ პანდუსის მოწყობა საკმარისი არაა, ვინაიდან პირველ სართულზე სტრატეგიული ობიექტები არ არის განთავსებული, შესაბამისი ლიფტის გარეშე კი შემდგომ სართულებზე ასვლას კვლავ ვერ შეძლებენ, რისთვისაც მერიაში სპეციალური ლიფტის გაკეთებას მოითხოვენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია