დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდათ არაბებს საქართველოში?
2014/12/02 11:48:40

დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას სამინისტროში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებითთანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს რეგიონებსაც ეწვევა. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ბათუმში, ფოთში და ქუთაისში. არაბი სტუმრები მოინახულებენ ცხვრისა და საქონლის ფერმას, ცხოველთა საკარანტინო ზონას. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან ცხოველების ექსპორტთან დაკავშირებულ პროცედურებს.

 

არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობების განხილვა.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის   გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძეც ესწრებოდა.

 

სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისწარმოებისზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა“, - განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია