დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუ­თა­ი­სის ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნებებზე „მოს­რი­ა­ლე“ თა­ნამ­შრომ­ლები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/01 15:11:42

გი­ვი ფან­ჩუ­ლიძეს თა­ნამ­შრო­მელ­თა „ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­სა“ და ღამის ფართებისთვის ფუ­ლის აკ­რებას ედა­ვებიან

 

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის დაქ­ვემ­დებარებაში მყოფი ყინუ­ლის მო­ედ­ნის აიპ-ის 8 თა­ნამ­შრო­მელს მიმ­დი­ნა­რე წლის ზაფხულ­ში დი­რექ­ტორ­მა  ყოველ­გვა­რი გაფრთხილების გა­რე­შე ხელ­შეკ­რუ­ლება შე­უ­ჩე­რა. გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა ნა­წილ­მა მომხდა­რი გა­აპ­რო­ტეს­ტა და მო­ედ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლობის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო და­ვა წა­მო­იწყო.

 

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყოფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლების სარ­ჩე­ლი და­აკ­მაყოფი­ლა, ყინუ­ლის მო­ედ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლობას თა­ნამ­შრომ­ლების­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახდა და­ა­კის­რა. თუმ­ცა,  და­ვა ამით არ დას­რუ­ლებულა. ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტორ­მა გი­ვი ფან­ჩუ­ლი­ძემ  სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლების სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­სა­ჩივ­რება გა­დაწყვი­ტა, ყოფილ თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ეს მე­რი­ის მოთხოვ­ნა იყო.

 

და­ვის შე­სახებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი განყოფი­ლების ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი გი­ორ­გა­ძე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აიპ-თან ამ სა­კითხზე თა­ნამ­შრომ­ლობა მხოლოდ კონ­სულ­ტა­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლება. რაც შეეხება გა­დაწყვე­ტი­ლებებს, „ყინუ­ლის  მო­ე­და­ნი“, რო­გორც კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, თა­ვად იღებს.

 

 „კუ­ლუ­ა­რებში“ საუბრობენ, რომ გი­ვი ფან­ჩუ­ლი­ძემ  თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლებები არა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის, არა­მედ  პი­რა­დი ინ­ტე­რე­სების და „კრი­შის“ გა­რე­შე დარ­ჩე­ნის გა­მო შე­უ­ჩე­რა. რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, დი­რექ­ტო­რი ყოფილ მე­გობრებს პო­ლი­ტი­კუ­რი ამინ­დის მიხედ­ვით ირ­ჩევს და  ან­გა­რიშს უწევს.

 

პი­რად ინ­ტე­რე­სებთან ერ­თად, არა­სა­თა­ნა­დო და­მო­კი­დებულება გახდა  მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლობაზე უა­რის მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებმა (ლა­შა ლი­პარ­ტი­ა­ნი, ნა­თია გუბელა­ძე, პო­ლი­კარ­პე როხვა­ძე, გო­ჩა ბაზან­და­რაშ­ვი­ლი)სა­სა­მარ­თლოს არა სამ­სახურ­ში აღ­დგე­ნის მოთხოვ­ნით, არა­მედ მხოლოდ კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეს.

 

„უკა­ნო­ნოდ და უსა­მარ­თლოდ მო­იქ­ცა. ამი­ტომ და­აკ­მაყოფი­ლა სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი. ჩვენ არ მოგ­ვითხოვია თა­ნამ­დებობაზე აღ­დგე­ნა, რად­გან აღარ გვაქვს სურ­ვი­ლი, გი­ვი ფან­ჩუ­ლი­ძის ხელ­ქვე­ი­თები ვიყოთ. ეს კა­ცი, რო­გორც დი­რექ­ტო­რი, არ არის კარ­გი კად­რი“ – გა­ნაცხადა ყინუ­ლის მო­ედ­ნის ყოფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ლა­შა ლი­პარ­ტი­ან­მა.

 

ერთ-ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი კი დი­რექ­ტო­რის  საქ­ცი­ელს გა­ცი­ლებით მწვა­ვე შე­ფა­სებას აძ­ლევს და „არა­კა­ცურს“ უწო­დებს. ამავ­დრო­უ­ლად,  სამ­სახურ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში დი­რექ­ტორ­თან კარგ ურ­თი­ერ­თობაზეც საუბრობს.

 

„ეგ ადა­მი­ა­ნი არა­კა­ცუ­რად მო­იქ­ცა. თუ გაშ­ვება უნ­დო­და, ეთ­ქვა და წა­მო­ვი­დო­დი. არ მივ­მარ­თე სა­სა­მარ­თლოს, რად­გან არ მინ­დო­და ჩი­ვი­ლები და მსგავ­სი რა­მეები. რაც მაქვს სათ­ქმე­ლი, პი­რა­დად რომ ვნახავ, მა­შინ ვეტყვი. იმი­ტომ თუ გა­მო­მიშ­ვა, რომ მე ყოფილ­მა ხელი­სუფ­ლებამ დამ­ნიშ­ნა, მა­შინ ეგეც წი­ნა ხელი­სუ­ლების მი­ერ „ნაც­ნობობით“ მოხვდა ამ პოს­ტზე და არა პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სების გა­მო. ეთ­ქვა და გა­ვი­გებდი, რომ სა­ჭი­რო აღარ ვიყავი, ესე რომ არ გა­მო­ვეშ­ვი, არ შე­იძ­ლებოდა? იცით რა არის, მას უნ­და, ყვე­ლა ფეხქვეშ ეგებოდეს და მის სურ­ვი­ლებს ას­რუ­ლებდეს, რო­გორც უნ­და, ისე, თა­ვის ნებაზე  ათა­მა­შებს და აშან­ტაჟებს თა­ნამ­შრომ­ლებს. იმა­საც კი იძახის: „მე თუ მე­რი­ა­ში „წამ­კუ­ზა­ვენ“, კარ­გი დღე არც თქვენ და­გად­გებათო!“ – გა­ნაცხადა  ყოფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნაობის გამხელა არ ისურ­ვა.

 

 

***

 

გი­ვი ფან­ჩუ­ლი­ძე ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დებობაზე  2011 წელს გია თევ­დო­რა­ძის მე­რობის დროს და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც მა­შინ ვრცელ­დებოდა ინ­ფორ­მა­ცი­ა, ფან­ჩუ­ლი­ძეს თა­ნამ­დებობაზე რე­კო­მენ­და­ცია ყოფი­ლი მე­რის ახლობელ­მა გა­უ­წია  და ყინუ­ლის მო­ე­და­ნი ქუ­თა­ი­სის ლა­დო მესხიშ­ვი­ლის სახელ­წი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თა­ეტ­რის იმჟამინ­დელ ბარ­მენს ჩააბარეს. თა­ვის მხრივ, ფან­ჩუ­ლი­ძემ მო­ე­დან­ზე სა­კუ­თა­რი გუნ­დი შე­მო­იკ­რიბა, რო­მელ­თა შო­რი­საც თე­ატ­რის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და ახალი დი­რექ­ტო­რის მე­გობარი იყო. სწო­რედ ეს მე­გობრები  აღ­მოჩ­ნდნენ ხელ­შეკ­რუ­ლებაშე­ჩე­რებულ თა­ნამ­შრო­მელ­თა რი­გებში და რო­გორც დი­რექ­ტო­რი  ამბობს, ეს არა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სების, არა­მედ მო­ე­დან­ზე განხორ­ცი­ე­ლებული კად­რების ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გა­მო მოხდა.

 

 

გივი ფანჩულიძე

 

 

„აბსურ­დუ­ლია ბრალ­დება, რომ ვინ­მე პი­რა­დი ინ­ტე­რე­სების გა­მო გა­ვუშ­ვი. ოპ­ტი­მი­ზა­ცია და შტა­ტების გა­უქ­მება მოხდა, ამი­ტომ აღარ გა­ვუგ­რძე­ლეთ ხელ­შეკ­რუ­ლება. ვინც ამბობს, რომ ეს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სების გა­მო გა­ვა­კე­თე, მა­შინ და­ა­კონ­კრე­ტოს, რას გუ­ლისხმობს. ზო­გა­დად,  ვინც მი­დის სამ­სახური­დან, ყვე­ლა ასე ამბობს. უბრა­ლოდ, ეს შტა­ტები აღარ იყო სა­ჭი­რო. ეს ჩვე­უ­ლებრი­ვი მუ­შა პრო­ცე­სი­ა, შტა­ტის ხან და­მა­ტება გვჭირ­დება, ხანაც პი­რი­ქით – შემ­ცი­რება. ეს არაა ჩე­მი კერ­ძო ბიზ­ნე­სი, სახელ­მწი­ფო სამ­სახური­ა, მე მხოლოდ შუ­ა­მა­ვა­ლი ვარ და­ქი­რა­ვებულ­სა და სახელ­მწი­ფოს შო­რის“ –  აღ­ნიშ­ნავს ფან­ჩუ­ლი­ძე.

 

კითხვა­ზე, მოხდა თუ არა თა­ნამ­შრომ­ლების­თვის ხელ­შეკ­რუ­ლების შე­ჩე­რება ყოველ­გვა­რი გაფრთხილების გა­რე­შე და იყო თუ არა ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა? –  გვპა­სუხობს: „გაფრთხილება არ მომხდა­რა, ხელ­შეკ­რუ­ლებები ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ  ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ვუ­ჩე­რეთ. რაც შეეხება, არის თუა არა ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, ვერ გი­პა­სუხებთ, ვი­ნა­ი­დან მე იუ­რის­ტი არ ვარ და იუ­რი­დი­უ­ლად ვერ გან­ვიხილავ. თქვენ რა გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა მოხდა, თუ რო­გორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ყინუ­ლის მო­ე­და­ნი?“

 

დი­რექ­ტო­რის­გან განსხვა­ვებით, მომხდარს კა­ნონ­დარ­ღვე­ვას უწო­დებს იუ­რის­ტი.  რო­მე­ლიც გან­მარ­ტავს, რომ საჯარო სამ­სახურის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლების გა­ფორ­მება გა­ნუ­საზ­ღვრე­ლი დრო­ით შე­იძ­ლება, თუმ­ცა,  ხელ­შეკ­რუ­ლების სა­მი თვის გან­მავ­ლობაში სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ფორ­მების შემ­დეგ, თა­ნამ­შრო­მე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად სარ­გებლობს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლების პრინ­ცი­პებით. მი­სი გა­უფრთხილებლად გა­თა­ვი­სუფ­ლება კი კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ  ეს არ­გუ­მენ­ტი გახდა სა­სა­მარ­თლოს მი­ერ თა­ნამ­შრომ­ლების სარ­ჩე­ლის დაკ­მაყოფი­ლების მი­ზე­ზი.

მი­მარ­თა თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მე­რი­ის მოთხოვ­ნით, დი­რექ­ტო­რი ჩვენ­თან საუბარ­ში არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა, რო­გორც ყოფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლები აღ­ნიშ­ნა­ვენ, ფან­ჩუ­ლი­ძემ მათ­თან საუბარ­ში სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლების გა­სა­ჩივ­რების ინი­ცი­ა­ტო­რად ქუ­თა­ი­სის მე­რია და­ა­სახელა და გა­მო­აცხადა, რომ თა­ვად კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახდა­ზე თა­ნახმა იყო.

 

მე­რი­ის მი­ერ გა­ნა­ჩე­ნის სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­სა­ჩივ­რების მოთხოვ­ნას არ ადას­ტუ­რებენ ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებაში. რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მე­რი­ა­ში არც გა­ნა­ჩე­ნის სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­სა­ჩივ­რება მო­უთხოვია და არც ყინუ­ლის მო­ე­დან­ზე  გან­ვი­თა­რებულ მოვ­ლე­ნებზე ფლობენ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ყინუ­ლის მო­ედ­ნის შემ­ცი­რებული შტა­ტის­თვის ახალ სახელ­ფა­სო გა­ნაკ­ვეთს ხელს უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის მე­რი შო­თა მურ­ღუ­ლია და მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ტი­კი­სა და სახელ­მწი­ფო შესყიდ­ვების სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ავა­ლი­ა­ნი აწე­რენ.

ყინუ­ლის მო­ედ­ნის ბიუჯეტი 2012 წელს 404 000 ლა­რი იყო, მო­მა­ვალ წელს 24 000 ლა­რით შემ­ცირ­და და 380 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა, 2014 წელს მე­რი­ის აიპ-ის ბიუჯეტი კი 2 000 ლა­რით გა­ი­ზარ­და და 382 000 ლა­რი გახდა. რაც შეეხება მო­მა­ვალ წელს, მიუხედა­ვად შტა­ტების შემ­ცი­რებისა, აი­პი კვლავ 382 000 ლარს ითხოვს, თუმ­ცა, მე­რია ქა­ლა­ქის მთა­ვარ ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტზე ამ დრომ­დე მუ­შაობს და ზუს­ტი ციფ­რები, ჯერჯერობით, უც­ნობია.

 

შემ­ცი­რებული შტა­ტების პი­რობებში სახელ­ფა­სო ფონ­დი ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში 16 697 ლა­რი­ა, რაც წლის გან­მავ­ლობაში 200 364 ლარს შე­ად­გენს. მიუხედა­ვად არ­სებული მო­ნა­ცე­მებისა, მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სახურის უფ­რო­სი, ირაკ­ლი ავა­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყინუ­ლის მო­ედ­ნის სახელ­ფა­სო ფონ­დი 382 000 ლა­რის მხოლოდ მი­ზე­რუ­ლი ნა­წი­ლია და ვი­ნა­ი­დან მო­ე­და­ნი არ არის კა­პი­ტა­ლუ­რი, შე­საბამი­სად,  თანხები კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სახადებსა და მო­ედ­ნის შე­ნახვა­ზე იხარჯება.

 

თა­ნამ­შრო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე დაბალი ექი­მის ხელ­ფა­სია – 350 ლა­რი. მო­ე­დან­ზე ექი­მის ორი შტა­ტი­ა, თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის ბავ­შვების ჯან­მრთე­ლობაზე მხოლოდ ერ­თი ექი­მი ზრუ­ნავს, რო­მე­ლიც ნახევარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შაობს. დარ­ჩე­ნი­ლი დღეები კი ყინუ­ლის მო­ედ­ნის მოს­წავ­ლეები ექი­მის მეთ­ვალყურეობის გა­რე­შე რჩებიან. შტა­ტის აუთ­ვი­სებლობას დაბალ ხელ­ფასს არ უკავ­ში­რებს ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რი და ამბობს, რომ ამ დრომ­დე მას­თან სა­მუ­შა­ოს მსურ­ვე­ლი ლი­ცენ­ზი­რებული ექი­მი არ მი­სუ­ლა, რო­მე­ლიც სამ­სახურ­ზე მხოლოდ უარს მცი­რე ანაზ­ღა­უ­რების  გა­მო  იტყოდა.

21 თა­ნამ­შრომ­ლი­ა­ნი ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტორს ორი მო­ად­გი­ლე ჰყავს, რო­მელ­თა  ანაზ­ღა­უ­რებაც 1300 ლა­რია. სჭირ­დება თუ არა  ორი მო­ად­გი­ლე ყინუ­ლის მო­ედ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­მარ­თუ­ლად მუ­შაობის­თვის?  დი­რექ­ტო­რი კონ­კრე­ტულ პა­სუხს ვერ გვცემს და გან­მარ­ტავს, რომ მო­ად­გი­ლეები მი­სი არყოფ­ნის დროს დი­რექ­ტო­რის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებენ და სწო­რედ ერ­თობლი­ვი საქ­მი­ა­ნობის შე­დე­გია მო­ედ­ნის გა­მარ­თუ­ლი და წარ­მა­ტებული მუ­შაობა.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა ფაქ­ტი, რაც ერთ-ერ­თი მო­ად­გი­ლის და­ნიშ­ვნას უკავ­შირ­დება. და­ვით შა­რაბიძე, ქუ­თა­ი­სის ყოფი­ლი ვი­ცე-მე­რის გია შა­რაბიძის ვაჟია. შა­რაბიძე ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ სწო­რედ იმ დროს და­ი­ნიშ­ნა, რო­დე­საც ქუ­თა­ი­სის მე­რის მო­ვა­ლეობას გია შა­რაბიძე ას­რუ­ლებდა. ანუ, რო­გორც მა­შინ ამბობდნენ, შა­რაბიძემ მო­ას­წრო და შვილს კარ­გი სამ­სახური „გა­უ­ჩა­ლი­ჩა“, თუმ­ცა, სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბარ­ში ყოფილ­მა ვი­ცე-მერ­მა თა­ვი­დან ვერ შეძ­ლო, გაეხსე­ნებინა, რო­დის და­ი­ნიშ­ნა მი­სი შვი­ლი მო­ად­გი­ლედ, მოგ­ვი­ა­ნებით კი აღ­ნიშ­ნა, რომ მის მი­ერ მე­რის მო­ვა­ლეობის შეს­რუ­ლების პე­რი­ოდ­ში  მი­სი შვი­ლი მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კის სამ­სახურ­ში მუ­შაობდა, რა­საც კა­ნო­ნი კრძა­ლავ­და. ამი­ტომ მან­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა შვი­ლი და­კა­ვებული თა­ნამ­დებობიდან,  რო­მელ­მაც, ყოფი­ლი ვი­ცე-მე­რის­სა­ვე გან­მარ­ტებით, ყოველ­გვა­რი ნე­პო­ტის­მის გა­რე­შე თა­ვად მო­ძებნა სამ­სახური ყინუ­ლის მო­ე­დან­ზე. მი­სი­ვე თქმით, ამ ფაქ­ტთან კი  მე­რის მო­ვა­ლეობის იმჟამინ­დელ შემ­სრუ­ლებელს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

 

მე­ო­რე მო­ად­გი­ლე კი ასე­ვე მესხიშ­ვი­ლის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ყოფი­ლი მსახიობი, გი­გა ჩი­ქო­ვა­ნი, თა­ვად დი­რექ­ტორ­მა შე­არ­ჩია.

 

ყინუ­ლის მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით ბრალ­დებებს ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თობების  კუთხითაც გა­მოთ­ქვა­მენ და ამბობენ, რომ დი­რექ­ტო­რი თა­ნამ­შრო­მელ­თა მა­ნი­პუ­ლი­რებას ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლებით ცდი­ლობს. სამ­სახურის და­კარ­გვით აშან­ტაჟებს. ში­შის ფაქ­ტორს უკავ­ში­რებენ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლის მი­ერ დი­რექ­ტო­რის­თვის  სახლში  რე­მონ­ტის გა­კე­თებაც.

 

ბრალ­დებას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარყოფს გი­ვი ფან­ჩუ­ლი­ძე, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ შე­ნიშ­ვნას აბსურ­დუ­ლი უწო­და, მოგ­ვი­ა­ნებით კი აღ­ნიშ­ნა, რომ ყინუ­ლის მო­ე­დან­ზე და­საქ­მებული ადა­მი­ა­ნები მის­თვის არა მხოლოდ თა­ნამ­შრომ­ლები, არა­მედ მე­გობრებიც არი­ან, რო­მელ­თა კე­თილ­დღეობაზე პა­სუხის­მგებლობა აკის­რია და თუ მე­გობარს არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებში დახმა­რება  სთხოვა,  ეს თა­ნამ­შრო­მელ­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ად არ უნ­და იყოს აღ­ქმუ­ლი. დი­რექ­ტო­რი სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად ბრალ­მდებლებს იმ ადა­მი­ა­ნების გაც­ნობას სთა­ვა­ზობს, რო­მელ­თაც მის სახლში რე­მონ­ტი ჩა­ა­ტა­რეს. თუმ­ცა, დი­რექ­ცი­ის მი­სა­მარ­თით  გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დება ამით არ სრულ­დება. ხელ­მძღვა­ნელს სამ­სახურ­ში ქე­ი­ფებსა და დროს­ტა­რებაშიც სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ყოველ კვი­რას „სუფ­რის გა­საწყობად“ თა­ნამ­შრომ­ლებში თანხა იკ­რიბება. ბოლოს 15-15 ლა­რი დი­რექ­ტო­რის მა­მის სა­კურთხის გა­სა­კე­თებლად შეგ­როვ­და.

 

ყინუ­ლის მო­ედ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობაც უპი­რის­პირ­დება. მათ სა­ცი­გუ­რაო დარბაზი­დან გვი­ან ღა­მემ­დე გა­მო­სუ­ლი ხმა­უ­რის გა­მო, მე­რი­ას სა­ჩივ­რით არა­ერთხელ მი­მარ­თეს.

ად­გი­ლობრი­ვების საქ­ცი­ელ­ში ლო­გი­კას ვერ ხედავს მო­ედ­ნის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ დარბაზი­დან მუ­სი­კის ხმა და ოვა­ციები მხოლოდ ღო­ნის­ძიებების და ჰოკე­ის­ტთა რე­პე­ტი­ციების დროს გა­დის.

 

„ბავ­შვებს ემო­ციების გა­მოხატ­ვას ვერ აუკ­რძა­ლავ. გა­უ­გებარია და მი­უ­ღებელი­ა, რა მო­ტი­ვით და რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტებს მო­სახლეობა მო­ედ­ნის ხმა­ურს, რო­დე­საც სწო­რედ მა­თი შვი­ლები და შვი­ლიშ­ვი­ლები სარ­გებლობენ ამ დარბაზით?“

 

 

***

 

ყინუ­ლის მო­ე­და­ნი ამ დრო­ის­თვის 5-დან 14 წლამ­დე ასა­კის, დაახლოებით, 700 ბავშვს ემ­სახურება. მო­ე­დან­ზე სწავ­ლა ნების­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის უფა­სო­ა, სა­დაც ასე­ვე ჰოკე­ის სწავ­ლება მიმ­დი­ნა­რეობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ქუ­თა­ი­სის ყინუ­ლის მო­ე­და­ნი არის ერთ-ერ­თი დარბაზი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ჰოკე­ის­ტთა გუნ­დი ჰყავს.

 

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში  სპორ­ტუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნების აი­პი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ვი­ცე-მე­რი ნო­დარ მი­ქი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ყინუ­ლის მო­ედ­ნის სპორ­ტულ აიპ-ში გა­ერ­თი­ა­ნება არ იგეგ­მება.

 

რო­დის და რო­გორ დას­რულ­დება და­ვა ყინუ­ლის მო­ე­და­ნის დი­რექ­ტორ­სა და ყოფილ თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო გა­დაწყვეტს. რო­გორც ხელ­შეკ­რუ­ლებაშე­ჩე­რებული თა­ნამ­შრომ­ლები აღ­ნიშ­ნა­ვენ, არ არის გა­მო­რიცხული, სა­ჭი­როების შემთხვე­ვა­ში, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4267
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია