დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მშვიდობიანი აქცია ქუთაისში
2009/07/01 09:41:40

17 ივნისს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისის მერიის წინ მშვიდობიანი აქცია გამართა. მონაწილეები დედაქალაქში მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლასთან ერთად თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებდნენ. აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებასთან ერთად, მათი მოთხოვნა იყო ჟურნალისტებისათვის მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქების საშუალების მიცემა. ისინი ძალოვანი სტრუქტურის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობაში მიცემასაც მოითხოვდნენ, რომლებიც ზღვარგადასულ ქმედებაში არიან შემჩნეული.

„15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები. მინისტრის მოადგილე უტიფრად აცხადებს, რომ ეს დარბევა თურმე მოხდა იმის გამო, რომ სამი ადამიანი შეუმჩნევიათ, რომელიც დასაკავებელი ჰყავდათ. მე არ ვიცი, მიშას მეორე ტალღა სად არის დემოკრატიის, მაგრამ ეს არის ტერორის მეათე თუ მეოცე ტალღა. ვაპროტესტებთ ზუსტად ამ პროცესს, როცა ერთი ხელით გვიკითხავენ მოლაპარაკებას, მეორე ხელით გვირტყამენ და ა.შ.“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა გოგი წულაიამ.

აქციის ხელმძღვანელთა თქმით, დაკავებულები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან.

„დღევანდელი ჩვენი განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ ის ძალისმიერი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება. ისინი ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ უდანაშაულო ადამიანებს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყდეს ეს ძალისმიერი ქმედებები მათი მხრიდან, გათავისუფლებულ იქნან პატიმრობაში მყოფი ადამიანები, ხოლო ის პირები, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დანაშაულებრივ საქმეში მხილებული - მიცემულ იქნან პასუხისმგებლობაში, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მედიას მიეცეს აზრის გამოხატვის თავისუფალი საშუალება ისევე, როგორც ყველა ადამიანს“, - აღნიშნა კონსერვატიული პარტიის წევრმა გოჩა ბაძგარაძემ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია მთელ რიგ საპროტესტო აქციებს გეგმავს ქუთაისში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია