დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში თოვს და ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/11/24 23:23:56

·  დღეს პირველი თოვლი მოვიდა თბილისში, კერძოდ – წყნეთში, კოჯორსა და თბილისს შემოერთებულ დასახლებებში.  უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.  საღამოს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ხანგრძლივი  საცობები წარმოიქმნაშეფერხება იყო ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე და რუსთაველზე, ასევე ყაზბეგის ქუჩაზე.


· თოვს კახეთის მაღალმთიან რაიონებში. სააგენტო „KNEWS“-ის ინფორმაციით, გომბორის, პატარძეულისა და ჩალაუბნის საგზაო მონაკევთზე თოვლის საფარმა გზა დაფარა. გზებზე ხრეში არ ყრია, მძღოლები ამბობენ, რომ მოძრაობა სახიფათოაკახეთის რეგიონის ცენტრალური გზატკეცილების მაღალმთიან ზონებში საღამოს 5 საათიდან გადაუღებლად თოვს. გზებზე ტექნიკური მარილი არ ყრია, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას ართულებსამჟამად ლიპყინულია პატარძეულისა და  გომბორის გზატკეცილის მაღალმთიან ტრასებზე. მოძრაობა შეუზღუდავია, თუმცა მძოლები ამბობენ, რომ ზაფხულის საბურავებიან მანქანებს გადაადგილება უჭირთდღეს დილიდან სინოპტიოსები ამინდის გაუარესებას ელოდნენ, რაც გამართლდა. წიანსწარი ინფორმაციით, ხვალ ამინდის გაუმჯობესებას არ ელიან. თოვლი და ზოგან მცირე ნალექია  მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზის მონაცემებით, ხვალ მოთოვს. ტემპეტარურა თელავში +1 დან -1 იმერყევებს. გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდება, თუმცა მაღალმთიან ზონებში მძღოლები ღამის საათებში  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

 

 

· უამინდობის გამო , მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილზე. ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია ავტომანქანებს თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით აღარ უშვებს . გზის ამ მონაკვეთზე მთელი საღამოა ინტენსიურად თოვს. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გომბორის უღელტეხილიდან იტყობინება, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, გზის ამ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. 
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, საგზაო სამსახურის თანამშრომლები გომბორის უღელტეხილზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია