დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოთში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება
2014/11/19 16:38:00

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2018 წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს


საქართველოს მთავრობამ 2014 წლის ნოემბერში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. 



„მთავრობის მიზანია ინვესტორის შერჩევა ფოთში, ზღვის სანაპიროზე, წელიწადში სულ მცირე 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირებისთვის. ქარხანა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2018 წლის ბოლომდე, მან უნდა აწარმოოს ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების მსუბუქი და საშუალო დისტილატები და სხვა ნავთობპროდუქტები, რომლის 20 პროცენტი უნდა შესთავაზოს ადგილობრივ ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა არანაკლებ 90 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები უნდა შეადგენდნენ", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო სრულად დამოუკიდებელია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე და ამ ეტაპზე ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. უწყების ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მიმართ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, ნედლი ნავთობის მწარმოებელი რეგიონების სიახლოვესთან ერთად მყარ საფუძველს ქმნის საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებისთვის.

 

წყარო: www.facebook.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია