დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი თვეში 6250 ლარს იღებს, რაც პედაგოგის ხელფასზე თითქმის 20-ჯერ მეტია
2014/11/19 16:11:43

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თამარ სანიკიძის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელფასი 12500 ლარს შეადგენს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3540 ლარს შეადგენს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). დანამატის სახით კი, 2710 ლარს იღებს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), რაც ყველა მინისტრის სტანდარტულ ანაზღაურებას წარმოადგენს. 



საგულისხმოა, რომ თამარ სანიკიძე მინისტრის თანამდებობაზე ზუსტად წელიწადი და 4 თვის წინ დაინიშნა და ამ პერიოდის განმავლობაში პრემიის სახით ჯამურად 6 250 ლარი აქვს აღებული.



სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, რომ მსგავსი ინფორმაციების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და გავრცელებამდე, ინფორმაცია უწყებაში გადაამოწმონ",-აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებაში მოყვანილი ციფრების მეშვეობით ირკვევა, რომ მინისტრის დადგენილი შემოსავალი თვეში 6 250 ლარია მაშინ, როცა საშუალოდ, პედაგოგი თვეში მასზე თითქმის 20-ჯერ ნაკლები ხელფასით კმაყოფილდება. 

 

 

წყარო: http://news.edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია