დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნია IDFI– ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/14 12:45:08

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI - მიერ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკვლევაზე შემდეგ განმარტებას აკეთებს.

 

"IDFI - კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იყო ბუნდოვანი და შესაძლოა, გარკვეული ობიექტური გარემოებების დაუზუსტებლობამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.


უპირველეს ყოვლისა, კვლევაში ასახული მონაცემები 2013 წლის იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობა ვახტანგ ბალავაძეს ეკავა, თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. კონკრეტულად: ინფორმაციის კონტენტი და თანდართული ფოტო შეუსაბამო გახლდათ (ვახტანგ ბალავაძის ნაცვლად მითითებული იყო ზაზა მეფარიშვილის აბრა), რაც ვფიქრობთ რომ ტექნიკური ლაფსუსია.


რაც შეეხება IDFI- კვლევას, ეს ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციის მიერვე არის გაცემული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომია.


კვლევაში არის მცირეოდენი ცდომილებაც ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ავტომანქანების შესახებ, რაც არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაციას არასოდეს განუხორციელებია მანქანების შესყიდვა.


ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განმარტების შემდეგ საზოგადოება უფრო სწორად გაიგებს მედია საშუალებებით IDFI- ის 2013 წლის კვლევაში მოცემულ სტატისტიკას.
სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალშიც მზად არის ტრანსფარანტულობისთვის."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია