დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოვაჭრეები ქუთაისის მერიასთან აქციის გამართვას გეგმავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/14 12:34:26

ქუთაისში "კეჩის" ბაზრობის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობის გამო ბაზარზე მყიდველი აღარ დადის და მათ გადასახადების გადახდაც აღარ შეუძლიათ.


ბაზრის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რაშიც ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს.


აქციის მონაწილეებმა მომხდარში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულეს და აღნიშნეს, თუ უახლოეს დღეებში გარევაჭრობა არ აიკრძალება ორშაბათიდან საპროტესტო აქციას მერიასთან  გამართავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია