დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს უსინათლოთა საერთაშორისო დღეა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/13 17:38:28

ამ დღის დაწესების მიზანი უსინათლოთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გაძლერება, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მათი უფლებების დასაცავად პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრის გააქტიურება.


უსინათლოთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში 1984 წლიდან აღინიშნება, საქართველოში კი ეს დღე არასამთავრობო ორგანიზაციისვიმეგობროთპროექტვიმეგობროთ უსინათლოებთანფარგლებში პირველად 2010 წელს აღინიშნა.


უსინათლოთა დღეამ ადამიანების პირველი მასწავლებლის, ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის ვალენტინ ჰაიუს დაბადების დღეს უკავშირდება. მე-18- საუკუნემდე უსინათლოთათვის სასწავლო დაწესებულებები მსოფლიოში არ არსებობდაჰაიუმ, პარიზში (წლების შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში) უსინათლო ბავშვებისთვის სკოლა დააარსა, სასწავლო მეთოდოლოგია შეიმუშავა, პირველი რელიეფურ-ხაზოვანი ტაქტილური შრიფტიუნციალიშექმნა (შედარებისთვის: ბრაილის შრიფტი არის რელიეფურ-წერტილოვანი) და უსინათლოთათვის პირველი წიგნები დაბეჭდა.


ჩვენ ქვეყანაში კი, უსინათლოთათვის პირველი და დღემდე ერთადერთი სასწავლებელი (N202 საჯარო სკოლა) მე-19- საუკუნის ბოლოს დაარსდა.

 


ცნობისთვის, დღეს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანია, ორგანიზაციავიმეგობროთ“-ის თქმით, საქართველოს სტატისტიკა უცნობია, თუმცა ორგანიზაციის მონაცემებით, მათი რაოდენობა 7000- აღემატება. სპეციალისტთა აზრით კი, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანთა რიცხვი მოიმატებს, – ამბობენ ორგანიზაციაში.

 

 

 

 

 

წყარო:kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია