დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მუხნარის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა იწყება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/13 14:30:36

დღეს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის საძირკველი ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტარეტემ საფუძველი ჩაუყარა.
ადგილის კურთხევას ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი , პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ახალგაზრდობის მე-7 შესახვევში აშენდება.
საპატრიარქოს ტერიტორია ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა.
ეკლესია უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის შემოწირული თანხებით აშენდება. სამუშაოებზე ხელოსნებთან ერთად ადგილობრივები, მრევლი და სტიქაროსნებიც იქნებიან ჩართული.
ტაძართან ერთად იქვე იგეგმება სახელოსნოს მშენებლობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ ქვაზე მუშაობა ისწავლონ. აშენდება ამბულატორია, რომელიც უფასოდ მოემსახურება იქ მცხოვრებლებს. ასევე უფასოდ მოემსახურება თონე, რომელიც მეუფის ლოცვა-კურთხევით უნდა აშენდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია