დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"შეანელე ქვეითთა უფლებების დაცვისთვის"-აქცია ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/12 18:54:56

ქუთაისის ახალაგაზრდული ცენტრის წევრებმა, პროექტ "შეანელე ქვეითთა უფლებების დაცვისთვის" ფარგლებში ქუთაისში აქცია გამართესს.

 

"დავიცვათ საგზაო წესები", "მე ვიცავ ქვეითად მოსიარულეთა უფლებებს", ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

 

"საგზაო უფლებები ფეხით მოსიარულეთათვის ირღვევა, ზებრა გადასასვლელებს მანქანის მძღოლები არ აქცევენ ყურადღებას და ამის გამო, ხშირად არის საავარიო შემთხვევები. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ქუთაისელი ახალგაზრდები,"-განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა აკაკი საღინაძემ.


 

ახალგაზრდული ცენტრის წევრები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი კამპანიის გაგრძელებას. მათი თქმით, აპირებენ ქალაქის მასშტაბით არსებულ გადასასვლელებზე ვიდეო მასალების გადაღებას რათა ნათლად აღწერონ ქუთაისში არსებული  სიტუაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია