ქუთაისში მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა. პირობებიან აუქციონზე კომპანია HP-იმ გაიმარჯვა და ცისფერყანწელების ქუჩის №4-ში მდებარე შენობა-ნაგებობისა და სარდაფის, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად 151 000 ლარად შეიძინა.
ქუთაისის მერიის ცნობით, აუქციონი პირობების მიხედვით, ვინაიდან, შენობა ქუთაისის ისტორიულ ზონაში, ირგვლივ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 მ-იან არეალში მდებარეობს – აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოფილი მასწავლებელთა სახლის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს, არეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაიოები კომპანიამ 2016 წლის ბოლომდე უნდა დაარულოს. მყიდველმა ქონების საკუთრებაში გადაცემიდან 6 თვეში უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამორტიზირებული შენობის მიმდებარე ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.
შენობის ფართი – 582.91 კვ.მ; სარდაფი - 248.27 კვ.მ მიწა თანასაკუთრება – 365.90 კვ.მ.
წყარო: http://www.bpi.ge/