დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოცს ქვემოთ
„ერთ/მეოთხედს“ ქუთაისელი გოგოს მოტაცება სურს (VIDEO)
2014/11/10 11:12:24

სულ ახლახან ქუთაისში თბილისური ჯგუფი ერთი მეოთხედი (1\4) იმყოფებოდა. იგი საკმაოდ პოპულარულია. აღიარება YouTobe-ს საშუალებით მოიპოვა. როგორ შეიქმნა ეს ახალგაზრდული მუსიკალური კოლექტივი, რა რეპერტუარი აქვთ და რა სამომავლო გეგმები ამას მათთან ინტერვიუდან შეიტყობთ, ჯერ კი წევრებს წარმოგიდგენთ: გიორგი კორძაძ ვოკალი, ტექსტი და ფანდური; ბაჩო ყარყარაშვილი სოლო გიტარისტი, ტატო ენუქაშვილი ბას-გიტარისტი, თორნიკე ღვალაძე დრამერი.

 

 

       როდის და როგორ შეიქმნა ჯგუფი „ერთი-მეოთხედი“?

 

ბაჩო: ჯგუფი შეიქმნა 2012 წლის 16 ივლისს, როდესაც სამოყვარულო დონეზე ჩაწერეთ პირველი სიმღერა, თუმცა არა ჯგუფის, არამედ მუსიკოსი მეგობრების სახელით. შემდეგ გაჩნდა ახალი იდეები, დაიწერა ახალი სიმერები, პირველად გამოვჩნდით ხალხში და ასე, ნელ-ნელა, ბავშვობის მეგობრებიდან შეიქმნა ჯგუფი 1/4.

 

ეს სახელი რატომ არჩიეთ?

 

ბაჩობევრი მიზეზი იყო: 4 წევრი, 4 გაერთიანებული განსხვავებული ანრი, ორიგინალურობათითოეული წევრი ჯგუფის 1/4-ია.

 

პირველი ნაწარმოები, რომელიც მოისმინა მსმენელმა...

 

ბაჩო: პირველი სიმღერა იყო ფიქრები ქარში

 

ეს სიმღერა დაიდო YouTube-ზე და შემდეგ გადაწყვიტეთ ჯგუფის შექმნა?

 

ბაჩო: დიახ.

 

ახლა რა სტადიაშია ჯგუფი?

 

ბაჩო: ტურნეზე ჩავალთ საქართველოს ყველა ქალაქში, თანაც რამდენიმეჯერ. მერე კი დავიწყბთ ახალ სიმღერებზე აქტიურად მუშაობას.

 

როგორ მოგეწონა ქუთაისელი მსმენელი?

 

ბაჩო: ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული სითბო იყო მსმენელისგან, თუმცა ყველაზე კარგი დრო მაინც ქუთაისში გავატარეთ. ამასთან ერთად, გადავწყვიტე, ერთი გოგოს მოტაცება ქუთაიდან.

 

მოტაცება რატომ, თანახმა არ არის?

 

ბაჩო: რა თქმა უნდა, თანახმაა, მაგრამ მოტაცება საყვარლად ღერს.

 

ოჯახის შექმნას აპირებთ და ქუთაისელმა გოგონამ მოგხიბლათ?


ბაჩო: კი,ბატონო. ქუთაისში ჩასვლამდე არასდროს მიფიქია ოჯახზე, იქ კიველაფერი შეიცვალა.

 

მალე გეგმავთ მოტაცებას?

 

ბაჩო: როგორც კი მომავალს უზრუნველვყოფ.

 

თორნიკე, რამდენი სიმღერა გაქვთ რეპერტუარში?

 

თორნიკე: ოცი.

 

მიშიკო მამნიაშვილმა ჯგუფი დატოვა და ის ტატო ენუქაშვილმა ჩანაცვლა. როგორ ხართ ახლა?

 

თორნიკე: ტატოს ვიცნობდით აქამდეც, ნიჭიერი მუსიკოსია, ადვილად ითვისებს ყველაფერს.

 

შენ რას იტყვი ქუთაისში ჩატარებულ კონცერტზე?

 

თორნიკე: პირველ რიგში, მსმენელი მართლა ბოლომდე გვისმენდა და მოგცა სტიმული. კიდევ ერთი გოგო მომეწონა, განსხვავებული იყო, კონცერტის მსვლელობის დროს თვალებით სულ მას ვეძებდი, ჩემდა საბედნიეროდ, იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. სწორედ ეს გოგონაა მიზეზი, რომ ვიყოთ ჩვენ COOL!

 

გიორგი, როგორ შეიქმნა პირველი სიმღერა ფიქრები ქარში?

 

გიორგი: რთული პერიოდი მქონდა პირად ცხოვრებაში,იმღერით მინდოდა ამ ყველაფრის განმუხტვა. ზოგადად, მუსიკა ძალიან ბევრი რამ შეუძლია.

 

შენ როგორ მოგეწონა ქუთაისელი მსმენელი?

 

გიორგი: ქუთაისში ორდღიანი კონცერტი გვქონდა. სანამ ჩამოვიდოდით, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ქალაქში მელომანთა ბუმია და მუსიკალური გემოვნებაც მაგარი აქვთ, ამიტომ იყო რთული. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

 

როგორ მუშაობთ რეპერტუარის განახლებაზე?


გიორგი: ძალიან ბევრი ახალი ნაწარმოები გვაქვს და შავი ჩანაწერებიც, მაგრამ საბოლო ვარიანტად გადაქცევას არ ვჩქარობთ,სიმღერის თითოეულ დეტალს ძალიან ვუფიქრდებით და არანირებას დიდ ადგილს ვუთმობთ.

 

რატომ დატოვა მიშომ ჯგუფი?

 

გიორგი: მიშოს თემაზე ვერ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ წავიდა.

 

ხომ არ ფიქრობდით ჯგუფის დაშლას?


გიორგი: კარგი ის არის, რომ ერთი წამითაც არც ერთს არ გვიფიქრია ჯგუფის დაშლა. ეს, რაც გვაქვს, ჩვენი ოჯახია, უამრავი შრომა, ფინანსი და ნერვები ჩავდეთ 1/4“-ში.

 

რას ეტყოდი თქვენს მსმენელს?

 

გიორგი: მათი თითოეული თბილი სიტყვა ჩვენთვის სტიმულია და ძალიან ბევრ ახალ საჩუქარს ვპირდებით.

 

ჩარიტა სირაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია