დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში „წყალტუბობა“ აღნიშნეს (FOTO)
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/08 15:12:58

დღეს, ქალაქ წყალტუბოში „წყალტუბობა“ იზეიმეს.

 

ქალაქში დღესასწაულის აღსანიშნავად მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. წყალტუბოს ცენტრში დაიდგა ე.წ. ფაცხები, სადაც დღეს წყალტუბოს თითქმის ყველა სოფელმა საკუთარი კუთხე მოიწყო. მწვადი, ხილი, ტრადიციული კერძები ამშვენებდა მათ სუფრებს. გაიმართა ნახატების გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: კალათბურთში, მკლავჭიდში, ცხენოსნობაში, ჭიდაობაში... 

 

წყალტუბოს სტუმრებმა დადებითად შეაფასეს „წყალტუბოობის“ აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრება და შემდეგი წლებისთვის სრულ მობილიზაციას გეგმავენ.

 

დღსასწაულს წყალტუბოელები პირველად აღნიშნავენ და იმედოვნებენ, რომ ყოველი წლის 8 ნოემბერს მსგავსი ჟრიამული კვლავაც მოუყრის თავს ქალაქ წყალტუბოს და მისი რაიონის მცხოვრებლებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია