დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სუყველა დასაჭერია მაგენი"
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/07 14:59:04

რას ფიქრობენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ქუთაისელები:

 

"მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას და შესყიდვებსა და ტენდერებს თავის მეგობრებს აძლევს, ვერ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ თავდაცის სამინისტროში მოხდეს, სავარაუდოდ, 4 მილიონი ლარის გაფლანგვა."–ასე ახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანანმდებობიდან განთავისუფლება.


პრემიერის ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა ჯერ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლისთვის ბრალდების წაყენება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე, შემდეგ კითავდაცვის მინისტრის განცხადება. ირაკლი ალასანიამ პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულსა და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა და პროკურატურის ქმედებებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა უწოდა.


ეს და სხვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების ქარცეცხლშია გახვეული დღეს ჩვენი ქვეყანა. პროკურატურა კი გამოძიების პროცესშია, საქართველოში მოღვაწე პარტიების ნაწილი, სწორედ პროკურატურის მიერ დადებულ ოფიციალური მასალების მოლოდინშია და თავს იკავებენ თამამი განცხადებებისგან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ ან პირიქით მხარს უჭერენ ალასანიაღარიბაშვილის ირგვლის დატრიალებულ მოვლენებს.


რას ფიქრობენ ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქუთაისში?


დავინტერესდით და გამოკითხვა ჩავატერეთ გამვლელებსა თუ პოლიტიკურ პარტიებში:


ნატო ქათამაძე, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ქუთაისის საკრებულოს წევრი: "მე პატივს ვცემ როგორც ალასანიას, ასევე პრემიერის გადაწყვეტილებას. ალბათ, ორივე მათგანმამა მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღეს. ვერც ერთ მათგანს ვერ განვსჯი. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", მათთან ძალიან ბევრი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ და არ ვიქნები სწორი გავაკრიტიკო მათი საქციელი. ვერც ვერანაირ დასკვნას ვერ გამოივიტან მიმდინარე მოვლენებიდან, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალურად არ არის დასკვნა გაკეთებული თუ რა მოხდა სინამდვილეში. ერთი კია, პროკურატურის საქციელი, ალასანიას გუნდის წევრების დაკავება მისი აქ არ ყოფნის დროს, როგორც ფორმა, მაინცდამაინც არ არის ლამაზი , მაგრამ მეორე საკითხია-საჭიროება, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პროკურატურა  თუ ჩათვლის სწორად, რომ ვინმე დასაჭერია და სისრულეში მოიყვანს მის გადაწყვეტილებას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს მის კომპეტენციაში ჩავერიოთ. სანამ საბოლოოდ არ დაიდება მტკიცებულებები, ზეპირსიტყვიერად ვერ გამოვიტანთ დასკვნებს. "თავისუფალ დემოკრატებთან" წლების ურთიერთობა მაკავშირებს  და დღევანდელი მდგომარეობით არნაირად არ შემცვლია მათდამი განწყობა, რა იქნება მომავალში მაგას დრო გვიჩვენებს."

 

გოგი წულაია, "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ძალიან ცუდი რამ ხდება ქვეყანაში. სერიოზულ კრიზისშია საქართველო, ჩვენი ხელისუფლების შემადგენლობა კი სრულად ვერ ასახავს რეალობას. ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალია– ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩენვები, რაც განმუხტავს ამ კრიზისს. ის, რაც პროკურატურამ გააკეთა არასწორი ფორმა იყო, ხოლო ღარიბაშვილის საქციელი ალასანიამ მაინც სათავისოდ გამოიყენა, თავი გადააყენებია და თვითონ კი დაჩაგრულიად გამოვიდა ამ სიტუაციიდან–შეაშფოთა მთელი ევროპა. დრო გვიჩვენებს რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც პრემიერმა, ისე, ალასანიამ."

 

თამარ ჩუბინიძე: "პრემიერმა ალასანიას განთავისუფლებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თავის დროზე თვითონ უნდა გადამდგარიყო ალასანია. რომ ჩამოვიდა საქართველოში მას ყვირილის ნაცვლად, ხელი უნდა შეეწყო გამოძიებისთვის. თუმცა ჩამოსვლისთანავე ერთი ამბავი ატეხა და მის მთავრობას დაუწყო გაკრიტიკება. იქნებ, მართლაც დააშავეს მისი გუნდის წევრებმა, უნდა გაეგო ჯერ სიმართლე და მერე აყვირებულიყო. მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა სიმართლის დადგენა. ამ შემთხვევაში კი, ირაკლი ალასანიამ არასწორი რეაგირება მოახდინა და შედეგსაც ვხედავთ."


ამირან გონგაძე: "ალასანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა მე, ძალიან მომწონდა და დანარჩენი მთავრობამ იცის რა როგორ უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო. უფრო უმტკივნეულოდაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩაყწნარება, მაგრამ ღარიბაშვილმა სპონტანურად იმოქმედა, ალასანია ასე ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაეყენებია."


ბადრი ყიფიანი: "ნამდვილად არ მომეწონა პრემიერის საქციელი, მაგის გაშვებას ჯობდა ბესელია გაეშვა, იგია პრისტუპნიკიც და ოხერიც. საერთოდ არ მომწონს მე მაგენი. ალასანია თვითონ რატო გადადგებოდა, ამხელა პოსტზე იყო და. ერთნაირი ოხრები არიენ ყველანი. ამ მთავრობაში არცერთი კადრი არ მომწონს, მაგრამ ყველას მაინც ალასანია მერჩივნა და ისიც მოხსნეს. შიგნით არ ინდობენ მაგენი ერთმანეთს და გაჭირვებულ ხალხს დაინდობენ?"


გია ბარნაველიძე: "თვითონ უნდა წამოსულიყო ალასანია თანანმდებობიდან, მაგრამ მაინც იმედი ქონდა ალბათ, რომ გამოძვრებოდა ამ სიტუაციიდან. ეგონა შერჩებოდა მთავრობის ლანძღვა?პრემიერმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო."


ომარ შალამბერიძე: "არც ერთი არ მომწონს მე მაგენი, ნაციონალები, ოცნება, სულ ერთი ხალხია. აფირისტობენ და ხალხს თვალებს უხვევენ. მე პირადად, არც ერთის არ მჯერა. ერთი კია, პროკურატურას არ უნდა დაეჭირა ალასანიას ხალხი მის აქ არ ყოფნაში და მერე ვერც ვერაფერს იტყოდა ალასანია. ახლა კი, ეს ერთადერთი მიზეზი აქვს ხელზე დახვეული და მაგით იმართლებს თავს."


ვალერი შათირიშვილი: "ალასანია მაშინ იყო დასაჭერი სამხედროები რომ მოწამლა. მაგან სულ დააგლახავა მთელი ქვეყანა. პრემიერმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ალასანის განთავისუფლებით. უფრო სწორი კი, მისი დაჭერა იქნება. სუყველა დასაჭერია მაგენი."


რომან მიქაძე: "ძალიან რთული სიტუაციაა. მე მგონია, რომ ღარიბაშვილმა არასწორი დაგადაწყვეტილება მიიღო, დალოდებოდა პოლიტსაბჭოს და მერე გაენთავისუფლებია ალასანია, მოვლენებს დაასწრო. მიჭირს ლაპარაკი, არავინ იცის ვინ რა თამაშს თამაშობს ბინძურ პოლიტიკაში."


ავთანდილ ჟორჟოლიანი: "ალასანია არაკაცურად მოიქცა. ჩვენ ის იმიტომ ავირჩიეთ, რომ ხალხს უნდა ემსახუროს. მას სახელმწიფოში იმხელა თანამდებობა ეკავა, რომ არ შეიძლებოდა ასე ერთი ხელის მოსმით დაენგრია ყველაფერი.  ძალიან სწორი და დროული იყო პრემიერის რეაგირება. ზუსტადაც უნდა გადაეყენებია ალასანია. პატარა ბავშვივით რომ გამოვიდა და გალანძღა ხელისუფლება ასე ვის გაუგია. ვინც გასაშვებია უნდა გაუშვან, დასაჭერი კი აუცილებლად უნდა დაიჭირონ და ალასანია კი ნამდვილად არის ციხეში ყოფნის ღირსი."

 

ნათელია, რომ ხალხის დამოკიდებულება მრავალფეროვანია, თუმცა აშკარაა, რომ საქართველო მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია. პრემიერ მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტი მინდია ჯანელიძეს გადააბარა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია