დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მოპარული ხმები" ქუთაისის ბულვარიდან
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/06 16:31:41

დავინტერესდით, როგორ აფასებენ მთავროვაში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს ქუთაისელები. მათი აზრის გასაგებად, ცენტრალური ბაღის მიმდებარედ გამვლელებს ვაჩერებდით, თუმცა, ჩვენი ყურადღება ბაღის კიდეზე  შეკრებილი საზოგადოების კამათმა მიიპყრო, პოლიტიკაზე გაცხარებული დიალოდი ჰქონდათ გამართული. ჩაწერაზე კატეგორიული უარი განგვიცხადეს, თუმცა, მათი აზრის მოსმენის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით.


იდუმალი დიალოგი ძალიან გულწრფელი და ემოციური გამოდგა...


 

-ალასანია მეიქცა არაკაცურად. ეს რა იყო თუ იცი,  ჩვენ მთავრობა ავირჩიეთ იმიტომ, რომ გვემსახუროს. დაეცადა ჯერ, მოეთმინა, ფეხებზე რო დეიკიდა ყველაფერი. მაგას კიაქ აწყობილი ცხოვრება, რას უშვება უბრალო ხალხს, რომელმაც მაგას მიცა ხმა? რა ბავშვობაა ეგი.


-პრემიერის რეაგირება დროული იყო?


-კი იყო სწორი და დროულიც.


-არ უნდა დალოდებოდა პრემიერი მის საქართველიოში ჩამოსვლას.


-რატო უნდა დალოდებოდა , დამნაშავე  უნდა დეეჭირათ და დეიჭირენ კიდევაც.


-რაც არ უნდა მომხდარიყო მას იმხელა პოსტი ქონდა სახელმწიფოში, რომ ასე ხელის მოსმით არ უნდა წასულიყო თანანმდებობიდან. როგორ შეიძლება ასეთი საქციელი. ამხელა თავდაცვის მინისტრი ხარ კაცი და როგორ შეიძლება ასე ხელის მოსმით: მივდივარ მე, გული მომივიდაო.


-ახლა შენ მართალი ხარ?


-რატო არ ვარ მართალი?


 -ამხელა მინისტრი თუ არი და საზღვარგარეთ არი წასული, შენ მაშინ უნდა დეიჭირო მისი ხალხი?


-გასაგებია, მარა აცადე მერე გამოძიებას დამთავრება.


-რატო ვაცადო გამოძიებას? ჩამოვალ მე და დამიჭირე მერე.


-კაცო მაგას ხო არ დებდნენ ბრალს?


-მალე მიუჯენენ იგენს, მალე!


-მაგი არის ღარიბაშვილის ბრალი, მანამდე უნდა გეეკეთებია მაგი, სანამ იყო აქ. წავიდა კაცი და დეიჭირენ მისი ხალხი, მაშინ უნდა დეეჭირა იგენიც, აქ რო იყო. მიაკერენ მერე, ერთი წლის წინ მეიწამლენ ჯარისკაცებიო.


-თავიანთი გამოძიებულია მა საქმე მერე, თავდაცვის სამინისტრომ გამეიძია მაგ მოწამვლაზე.


-ახლა რა არის, იცი? შეიძლება, მე შევცდე ერთხელ, მარა შენც კი არ უნდა შეცდე. შეილება შეცდა იმ მომენტში პრემიერი, შეიქმნა ასეთი სიტუაცია შენ ამხელა თანანმდებობა გიკავია,როგორ  უნდა მისცე შენ თავს ამის უფლება?


-შეცდომაზე თუ მიდის, მაშინ შეიძლება იგიც შეცდა, რავა გეკადრება, მინისტრი იმის მინისტრია რო მიხედოს თავის საქმეს.


-მერე უნდა მიეხედა თავის საქმიზა.


-მერე მიხედა.


-რა მიხედა?ადგა და გამევიდა პატარა ბავშვივით.


-ალასანია თვითონ უნდა გადამდგარიყო თუ პოლიტსაბჭოს უნდა დალოდებოდა ღარიბაშვბილი?


-კი, ბატონო.


-მერე შეიძლებოდა, რას გამეიტანდა პოლიტსაბჯო გადაწყვეტილებას.


-დეიჭირავენ მალე, ნახავ აგერ, ალასანიას, იმ ოთხ კაცს  (თუ ხუთი არიენ დაჭერილი) მაგასაც მიუჯენენ გვერდით.


-სწორია ნამდვილად, თუ შეჭამეს, დასაჭერია!


-ჩვენ ბიძინამ დაგვიბარა, ვინც შეჭამს, იმას პასუხს ვაგებინებო და ა...


-გათავდა, ას პროცენტიანია.


-სწორია.


-წულუკიანის თანანმდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?


-ის გასული იყო პარტიიდან.


-სწორად მეიქცა.


-მასე უნდა მოქცეულიყო ალასანიაც.


-როცა აგირჩევენ, ჯერ სახელმწიფოს უნდა ემსახურო.


-ალასანიას გამოსვლა კაი იყო? სახელმწიფომ გადოუხვია იმასო და მივდივართ რუსეთისკენო. ამის თქმა სახელმწიფო მეთაურიდან არ შეიძლება.


-სიმართლე არ გიყვართ თქვენ, სიმართლე. სანამ არ ჩაგიდობს რუსეთი ჯიბეში...


-ნაციონალების მიერ 15-ში თბილისში დაგეგმილ აქციაზე რას ფიქრობთ?


-15-ში მივდივართ ჩვენ, ახლა ავკრიბეთ ფული.


-დიდი შეცდომა იქნება, თუ შეუერთდება ალასანიას გუნდი ნაციონალებს.

 

-საქციელი ის იყო, ფანჯიკიძემ რო გააკეთა განცხადება? არაადამიანმა მაგან, როგორ უნდა მოიქცე მასე, რაღამც ცოლის დაა, მაგის გულიზა?


-ესეიგი, დააყენენ თავიანთი პირადი ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა. დიდი შეცდომა დაუშვენ.


-იუსტიციის მინისტრი არის ქალი და რაც შეეხება ქალს, მეიქცა ქალურად. მარა კაცები რო იძახიენ სწორად მეიქცაო ხო, იგენიც ქალები არიენ.


-ქალურად რატო არ მეიქცა იგი, საგარეო საქმეთა მინისტრი როა?


-ოოო, არა იმან  ვაჟკაცირად მეიქცა,  თავის ჯგუფი წავიდა და წაყვა იმგენს.


-თუ მასე გინდა ვაჟკაცობა, სადაც გინდა, შედი იქანე და იყავი ვაჟკაცი.


-რომ გაძლევთ უპირატესობას, ხარ სახელმწიფო სამსახურში და გემსახურება მანქანა და ჩვენ ხარჯზე ღებულობ ყველაფერის, კეთილი უნდა ინებო და ჩვენ რაც გვინდა, ის უნდა გააკეთო, შენ რაც გინდა ის კი არა.


-ეეე, ე მაგენი ხართ თქვენ, მაშინ ჩეიცვას კაბა, რაღათ უნადა შარვალი, ჩეიცვას კაბა და იაროს იმის ჭკუაზე.


-მე სხვა რამე ვთქვი ახლა.


-საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი ჯგუფი მეიქცა ვაჟკაცურად, მაგენის დანდობა შეიძლება, ამგენის არა.


-მაგენში ვის გულისხმობ?


-ვინც დარჩნენ, იმგენის დანდობაზე ვიძახი მე...

 

ასე „მოვიპარე“ ბაღისკიდელების შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ადვილი მისახვედრია, რომ საუბარი აქ არ დასრულებულა. ჩემი წამოსვლის შემდეგაც კარგა ხანს მესმოდა კამათი პოლიტიკაზე.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია