დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მოხდა ივანიშვილსა და ალასანიას შორის კოალიციის სხდომაზე?
2014/11/06 11:23:54

საინფორმაციო პორტალი pirveliradio.ge „ქართული ოცნების“ კოალიციის შეკრებაზე მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, ინფორმაცია გადაუმოწმებელია, ვინაიდან კოალიციის წევრებთან ამ თემაზე სასაუბროდ დაკავშირება ვერ მოხერხდა. გთავაზობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ სრულ ინფორმაციას:

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შესახებ , რომელსაც ალასანიასგან მოულოდნელად კოალიციის დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა შეხვედრის შესახებ არაოფიციალური ამბები ხდება ცნობილი.


ამ ცნობების მიხედვით ალასანიას გუნდისა და კოალიციის წევრების რამდენიმე წუთიანი შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძესა და პრემიერ-მინისტრს შორის ხმამაღალი შელაპარაკება შედგა, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. ამ ხმამაღალი კამათის დროს ივანიშვილი ახლა უკვე მის ყოფილ თანაგუნდელს შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: „მე შენ დაგიჭერ!“


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოალიციის შეხვედრიდან გამოსული ეს ინფორმაცია არა ოფიციალურია. „პირველი რადიო“ ცდილობდა ამ ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას თუმცა იმ ადამიანებიდან , რომლებიც ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „პირველი რადიოს“ სატალეფონო ზარებს არ უპასუხეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია