დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8ნოემბერს თბილისი ყველის ფესტივალს უმასპინძლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/11/05 14:49:39

 სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს ყველის მწარმოებლთა გაერთიანება-გილდიის“ ორგანიზებით,  ტრადიციად ქცეულ ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართება.

 

გამოფენა 8 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შედგება და ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსიც, რომელიც წლის ყველის მწარმოებელს და ხალხის რჩეულ ყველს გამოავლენს.

 

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ, ისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ ყველის, მათ შორის, ტენილი ყველის დამზადების უნიკალურ პროცესში. დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახეობის ყველი. ასევე - დააკვირდნენ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესს.

 

2014 წლის ყველის ფესტივალის კონცეფცია დამთვალიერებლებისთვის საქართველოს რეგიონების (ადგილწარმოშობის) მიხედვით რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას და წარმოების პროცესის ტრადიციული სპეციფიკის გაცნობას გულისხმობს. 

 

ფესტივალის ფარგლებში, VI პავილიონის შიდა სივრცეში საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა გაიხსნება. მოეწყობა დაპატენტებული 14 სახეობის ყველისა და ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის ნიმუშების გამოფენა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია