დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/05 11:30:42

რამდენიმე წუთის წინ ქალაქ წყალტუბოში ავარია მოხდა.

 

წყალტუბოს შესასვლელში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

 

შეჯახების შედეგად სამმა პიროვნებამ სხეულის დაზიანება მიიღო.

 

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთ-ერთი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალ მეორე ავტომობილს გზა გადაუჭრა და ავარია გამოიწვია.

 

ამ დროისთვის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს დაზარალებულები.

 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის, ტატო კუჭავას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია