დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი" მიმართვას
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/04 14:29:48

მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი"-ში შემავალი ორგანიზაციები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ დავით დვალმა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე შესატყვისი რეაქცია უნდა მოახდინოს და ქალაქის სიყვარულ პარტიულ სიყვარულთან არ უნდა გააიგივოს.


„ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით დვალმა, რომელიც საკრებულოს უკვე მეორე მოწვევის დეპუტატია, . ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ირგვლივ მოძრაობა: „დაიცავი კონსტიტუციის 48 მუხლის“ ბოლოდროინდელ აქტივობებს და კონსტიტუციის დაცვისკენ მოწოდებას ერთი პარტიის ერთგულების დამტკიცების მცდელობა უწოდა და სიმულიანტობაში დაგვდო ბრალი.


გვინდა ბატონ დავითს შევახსენოთ, რომ ,ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეულ საკრებულოს წარმოადგენს და ქალაქისათვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მის პოლიტიკურ მომავალზეც უარყოფითად იმოქმედებს.


მთელი პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ, რასაც ის სიმულიანტობას უწოდებს, ქალაქისადმი ერთგულების მცდელობაა და არა პარტიული ხელმძღვანელობისადმი, რომელიც არ გვყავს!


მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე, ნებისმიერ ფორმატში საკრებულოს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, საკრებულო ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ საეჭვოდ დუმილს ამჯობინებს, რაც საფუძვლიან ეჭვს გვიტოვებს, რომ სწორედ ეს არის პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ ერთგულების დამტკიცების მცდელობა, რომელთაც ქალაქიდან პარლამენტის გატანის გადაწყვეტილება პირადი კომფორტის უზრუნველყოფისთვის, რამოდენიმე კაცის ახირებით, ქუთაისის ხარჯზე აქვს მიღებული.


მიგვაჩნია რა, რომ ქალაქის მართვაზე პასუხიმგებელი ორგანო საკრებულო და მისი თავმჯდომარე, რომელიც ყოფილი მოსამართლეა, კონსტიტუციის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შესატყვის რეაქციას უნდა აკეთებდეს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით .ქუთაისის საკრებულოში შემავალ ყველა ფრაქციას, დროებით გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოებები, დააფიქსირონ პოზიცია ქუთაისისთვის ყველაზე აქტუალურ და სასიცოცხლო საკითხზე და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქალაქის მომავლის შენარჩუნებაში"-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


შეგახსენებთ, გაზეთ "P.S."-სთვის მიცემულ კომენტარში დავით დვალმა აღნიშნა, რომ ის მომხრეა ყველა კარგი შენობა იყოს ქუთაისში, თუმცა, პარლამენტის ადგილმდებრეობის საკითხით სიმულანტობის უფლებას არავის მისცემს, რადგან, ის არა ქალაქის, არამედ მხოლოდ ერთი პარტიის სიყვარულია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია