დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
2014/11/04 12:25:05

ტყიბულში, ბარათაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

 

წინასწარი ვარაუდით, 2 ნოემბერს საცხოვრებელ სახლში ცეცხლი შეშის ღუმელიდან გავრცელდა, რადგან შენობაში ელექტროგაყვანილობა არ იყო.

 

შემთხვევის ადგილზე შეტყობინებისთანავე მობილიზებული იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, სახლი კი იმდენად მიუვალი, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი თითქმის დამწვარი დახვდათ.

 

სახლში მყოფი 88 წლის თამარ ბარათაშვილი ადგილზე დაიღუპა.

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მისი დამწვარი სხეულის ნაწილები საათნახევრიანი მუშაობის შედეგად იპოვა. 

 

წყარო: http://okribanews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია