დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის საიუბილეო ღონისძიებებმა სტარტი დამაარსებლის ვაჟის მასტერ-კლასით აიღო
2014/11/03 17:15:45

მომდინარე, 2014-2015 სასწავლო წელი, ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლისთვის მნიშვნელოვანი თარიღია – სკოლას დაარსებიდან 60 წელი უსრულდება. ამდენად, მიმდინარე სასწავლო წელს აქ გამართული ყველა ღონისძიება საიუბილეო თარიღით გაერთიანდება.

 

საინტერესო ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პროფესიულად გამორჩეული იყო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, მევიოლინე  ზაზა ფურცელაძის შეხვედრა-მასტერ-კლასი, რომელიც ამ დღეებში სამუსიკო სკოლის ისტორიული დარბაზში შედგა.

 

ნინო დოღონაძე (სკოლის დირექტორი): „ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბატონი ზაზა ამ სამუსიკო სკოლის პირველი დირექტორისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბატონ რამაზ ფურცელაძის ვაჟია. იგი ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს. მისთვის, როგორც თავადაც აღნიშნავს, მე-2 სამუსიკო სკოლის კოლექტივთან და აღსაზრდელებთან შეხვედრას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ეს შეხვედრა ერთგვარი დაბრუნებაა წარსულში და არის, ამავდროულად, დღევანდელი სურათის ნახვაც. ბატონი ზაზას მასტერ-კლასი ფრიად საინტერესო იყო პროფესიული კუთხით და ამ საინტერესო გაკვეთილების დაგვირგვინებად მის მიერ ექსპრომტად შესრულებული ტანგო შეიძლება ჩაითვალოს.“

 

გამოცდილ მევიოლინეს აკომპანირებას უწევდა მე-5 კლასის მოსწავლე, საერთაშორისო პრემიების ლაურეატი მარიამ ჭეიშვილი (პადეგოგი თ.ჭეიშვილი).

 

ღონისძიების დასასრულს ბატონმა ზაზამ მადლობა გულთბილი სიტყვებით გამოხატა: „მე-2 სამუსიკო სკოლა ჩემთვის მხოლოდ სკოლა არ არის. აქ მე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და მიხარია, რომ მამაჩემის მიერ დაწყებულ საქმეს, ქალბატონი ნინოს სახით, ასეთი კარგი და ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს. დასასრულს, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საინტერესო და გულთბილი შეხვედრით, უდავოდ, კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერება სამუსიკო სკოლის ისტორიაში და ამის ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სწორედ ასეთიშიდასასკოლო ღონისძიებებით აიღო სათავე სკოლის საიუბილეო წელმაც.“

 

დალი ბარაბაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია