დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლი გაიხსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/03 16:41:18

დღეს ქუთაისში "ვეფხისტყაოსნის" ივრითულ ენაზე მთარგმნელის ბორი გაპონოვის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლი საზეიმო ვითარებაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოში ისრაელის ელჩთან, ქალაქ აშკელონის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გაპონოვის სახელობის ქუჩაზე გახსნა.

ძეგლის ავტორი ქუთაისელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა. ბრინჯაოს ძეგლს წარწერა ქართულ, ინგლისურ და ივრითულ ენებზე აქვს.    

 

გაპონოვის ნათარგმნი  "ვეფხისტყაოსანი" 1969 წელს გამოქვეყნდდა, რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული დაზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. 

იგი მაშინვე აღიარეს, როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. 1970 წელს ბორის გაპონოვს ამ თარგმანისთვის მიენიჭა . ჩერნიხოვის პრემია.

 

2014 წელი საქართველო-ისრაელის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. რის ფარგლებში ქუთაისში არაერთი ღონისძიება გაიმართა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია