დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის საკრებულო „ბუტკაში“ აღმოჩნდა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/03 11:29:10

მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ წევრები ქუთაისის საკრებულოს უუნარობაში ადანაშაულებენ. როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, საკრებულოს უმრავლესობა არა ქუთაისის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია.

 

„9 ოქტომბერს წერილობით მივმართეთ ქუთაისის საკრებულოს  და მოვითხოვეთ, დაეფიქსირებინა პოზიცია პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. თითოეული მოქალაქისთვის ეცნობებინათ, რა ინტერესები აქვთ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ საკრებულომ ჩვენს მიმრთვას არ უპასუხა. არცერთ სხდომაზე აღნიშნული საკითხი არ განხილულა. სამწუხაროდ, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უუნარობა. ქუთაისის საკრებულო „ბუტკაში“ აღმოჩნდა, რომელიც არა ქალაქის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ.


მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები მთავრობას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ პარლამენტიც კონსტიტუციური ადგილსამყოფელი ქუთაისია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია