დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალი და პოლიტიკა“–დისკუსია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/31 20:09:43

"ქალი და პოლიტიკა" ამ თემაზე გაიმართა დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული  ჩართულობი ცენტრში. ცენტრის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მიზანს პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდა და მნიშვნელობა წარმოადგენდა.


ქუთაისის საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა, ნატო ქათამაძემ და ირმა პეტრიშვილმა პოლიტიკაში ქალის როლსა და ნიშვნელობაზე არასამთავრობო სექტორის წრმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს.


ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ქალის როლი მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამიტომ ქალბატონები მეტად უნდა გააქტიურდნენ.


დღესვე ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, რის შესაცვლელადაც  ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად იმოქმედოს.


ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოში სამი ქალი დეპუტატია, რაც წინა საკრებულოსთან შედარებით მხოლოდ ერთითაა გაზრდილი.  


რაც შეეხება მერიას, გენდერული ბალანსია საერთო არაა დაცული. არც ვიცე–მერების  და  არც სამსახურების უფროსების პოსტებს ქალები არ იკავებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია