საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საჯარო სკოლების 99 მეათეკლასელი კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
წელს საქართველოს მასშტაბით კომპიუტერით სულ 1626 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდა, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.